არასრულწლოვნებმა ისანში სუპერმარკეტი გაძარცვეს – შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დღეს დილით ორი ნაბიჯის ფილიალის თანამშრომლებს მაღაზიაში ყველაფერი გადმოყრილი დახვდათ.
ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა პირველადი ინფორმაციით, სუპერმარკეტიდან წაღებულია ყავა და სიგარეტები.
სუპერმარკეტის პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ადგილიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და იდენტიფიცირებულია ერთი არასრუწლოვანი. ასევე მიმდინარეობს სხვა არასრულწლოვნების ვინაობის დადგენა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.














კომენტარები