• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არასდროს მიმიწევდა გული რუსი ქალებისკენ” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:45 07-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,534

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ვინც ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია (და არა პროპაგანდისტული ნარატივები) იცის, დარწმუნდება რომ არასდროს მიმიწევდა გული რუსი ქალებისკენ. ვინც შემხვედრია იმათგან დიდ ნაწილს მივიჩნევდი საკმაოდ პრიმიტიულ, უხეშ არსებებად და ეს არცაა გასაკვირი, იმ ქვეყნისგან სადაც საუკეთესო ქალებს, ისეთებს როგორებიცაა მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა, ანა პოლიტკოვსკაია ანადგურებდნენ და გამოიყვანეს სპეციალური ჯიში ზახაროვას და სიმონიანის და ისეთების სახით, რომლებიც შუბის მიღების ნაცვლად ომში თავისი შვილების სიკვდილზე გაგზავნას თანხმდება და რომლებიც შვილების გასვენებაში მადლობას ეუბნება პუტინს, რომ მათ პირმშოს უკრაინელის მოკვლის შანსი მიეცა და სწორედ ფრონტზე მოკვდა და არა ალკოჰოლიზმისგან.

მახსოვს სტუდენტობის დროს კიევიდან მეგობრებთან ერთად სოჭის მაშინ ყველაზე დიდ სასტუმრო „ჟემჩუჟინაში“ წავედი და ჩემი ჩასვლიდან სამიოდ დღეში ჩამოვიდა ქართველ კაცთა დიდი ჯგუფი და დაიწყო რაც დაიწყო. დერეფნებში რუსი ქალების დევნა დევუშკა-დევუშკას ძახილით. ბაზრიდან მათთან პროდუქტების თრევა. ერთმანეთთან ჩხუბი ქალების ვერ გაყოფის გამო. დამლაგებლების შევიწროებაც კი და ასევე ორჯერ შევესწარი თუ როგორ უმღეროდნენ ნატაშებს მათი აივნის წინ სერენადას ჩემი ყელმოღერილი თანამემამულეები. ამის შემხედვარე თვალებს ვხრიდი სირცხვილისგან და ვმალავდი ჩემს წარმომავლობას.

ჩემს ბავშვობაში ბაკურიანში იყო სანატორიუმი „Солнечная долина“ სადაც ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა დიდი ჯგუფი, ძირითადად ქალებით დაკომპლექტებული ურალიდან და ციმბირიდან. ხოდა ისინი ბორჯომამდე მატარებლით ჩამოდიოდნენ და იქიდან ავტობუსებზე სხდებოდნენ და მოეშურებოდნენ ბაკურიანისკენ. უკვე ბორჯომში მათ ხვდებოდათ ქართველ ჯეელთა დიდი ბრიგადა და მათ ავტობუსებს წინ მოუძღვებოდა და უკან მოჰყვებოდა მრავალრიცხოვანი ავტომობილთა ესკორტი.

ამ სანატორიუმში იყო დისკოთეკა, რომელშიც შესაშვებად მილიციისთვის უნდა მიგეცა 20 მანეთი რათა ნატაშებს ახლო მიჰკარებოდით. ეს მაშინ დიდი ფული იყო. სწორედ ამის შემყურეს, აღარასდროს აღარ გაუწევია ჩემთვის გულს ბაკურიანისკენ.

არსებობდა რუსი კლასიკოსი პოეტის და ქართული „ინწელიგენციის“ ლიუბიმჩიკის, ევგენი ევტუშენკოს ცნობილი ლექსი, რუსი ტურისტი ქალების საქართველოში მოგზაურობაზე. ამ ლექსში ევტუშენკო ჰყვება რომ მთელი წელი რუსი ქალები ემზადებიან საქართველოში ქართველ კაცებთან ჩასასვლელად. ლექსში ნათქვამია „Их усатые грузины ждут давным-давно…Едут беленькие сучки к чёрным кобелям“. მოკლედ ქართველ კაცებს შავ ხვად ძაღლებად მოიხსენიებდა, რომელთა ერთადერთი ფუნქცია, რუსი ქერა ძუკნების დაკმაყოფილება იყო.

ეს მენტალიტეტი ხერხემალში გადატეხა სწორედ იმ 9 წელმა, როდესაც ჩვენ დავიბრუნეთ ნამდვილი და არა სუფრული სიამაყე, როცა ჩვენ შევწყვიტეთ დაბალ რასად ყოფნა და არაფერი აღარ გვქონდა რუსეთის წინაშე მუხლებზე დასადგომად. პირიქით რუსებმა დაგვიწყეს ქვემოდან ზემოთ ყურება.

სამწუხაროდ ამ ყველაფერმა გასტანა ზუსტად 9 წელი. შემდეგ კი ივანიშვილმა, რომელიც თავისი არსით, გარემოცვით, სისხლით ხორცამდე რუსია, ისევ გვაქცია კოლონიად, ისევ დაგვამცირა. გულისამრევია კახური სასტუმროს აშკარად ქოცმფლობელების რუსებისადმი ლაქუცის მოსმენა და ერთ დროს სახელოვანი პოლიციის ყურება, რომელმაც სწორედ ის ქართველი დაიჭირა, რომელსაც რუსებმა თავზე უქნეს. მაშინ როცა დღეს თურქეთში, ემირატებში და ჩემ დროინდელ საქართველოში, ასეთ რუს ტურისტს ეგრევე გაასახლებდნენ და სამუდამოდ დაადეპორტებდნენ.

ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი რამე მახარებს, ქართველ გიორგის, ყველაფრის მიუხედავად გამქრალი აქვს „ნატაშას“ მიმართ ლტოლვაც და პიეტეტიც. თუმცა სანამ ქოცურ რუსული დიქტატურა გვაზის, ყველანაირი საუბარი ღირსების აღდგენაზე და სიამაყის დაბრუნებაზე ნამდვილად ნაადრევია.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved