• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაქოცური მშვიდობა” – რა წერილს აქვეყნებს ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
18:28 12-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

“ჯვარედინ გზაზე ისმის:
– გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყად თავი, მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეცი გულს, ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ გალობას, დასტკბი ვარდთა ყნოსვით!
– მე მონა ვარ!..
– რა ვუყოთ! იბრძოლე! გათავისუფლდი…
– მე სუსტი ვარ…
– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
– არ მაქვს იმედი…
– არაფერია, ბრძოლაში იმედიც დაიბადება.
– მეშინია უარესის…
– მონობაზე უარესი რაღა იქნება?
– სიკვდილი… შიმშილი…
– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, უფრო საზიზღარი…”
აი, ეს არის “მშვიდობის” შინაარსი “ქართული ოცნების” ლექსიკონში. ეს არის, რისი ინდოქტრინაციაც ხდება გამალებით, ყოველწუთიერად, მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად, უზარმაზარი პროპაგანდისტული და ფინანსური რესურსების გამოყენებით. ეს არის, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს – საქართველოს გადაწერილი ისტორია. ეს არის, რასაც “ქართული ოცნება” მშვიდობად ასაღებს – მშვიდობა, ანუ თავისუფლების გამარჯვების უზენაესი ფორმა, ჩანაცვლებული პირველყოფილი ინსტინქტებით – სიკვდილის და შიმშილის შიში. მშვიდობა მხოლოდ მოაზროვნე ადამიანებისთვის დამახასიათებელი თავისუფლებისთვის ბრძოლის საბოლოო შედეგი, ჩანაცვლებული ბუნებრივი გადარჩევის და გადარჩენის ცხოველური ინსტინქტით, რაც თანაბრად ახასიათებს დონეს კლასიფიკაციის ყველა საფეხურის – უმარტივესი ორგანიზმებით დაწყებული და პრიმატებით (მათ შორის, ადამიანებით) დამთავრებული.
და ეს არის იმ “მშვიდობის” შინაარსი, რაც დღეს საახალწლო ნაძვის ხეზე დაგვიწერეს და თაყვანისცემის კერპად დაგვიდგეს ქვეყნის მთავარ მოედანზე, რომელსაც თავისუფლების სახელი ჰქვია. თავისუფლების – სიტყვის, რომელსაც საზრისი დაუკარგა ხელისუფლებამ. სიტყვის, რომელიც მალე არა კონცეპტი, შინაარსის მატარებელი მძლავრი სიტყვა, არამედ მხოლოდ ლექსიკური მეხსიერების რიგითი ერთეული გახდება.
აი, ეს არის, სწორედ.
ეს მოთხრობა კი 1916 წელს დაწერა ნიკო ლორთქიფანიძემ. ამ მოთხრობას “მონა” ჰქვია.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ნამდვილ მშვიდობას – მშვიდობას არაქოცურად, თავისუფალი ადამიანების მშვიდობას.”
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved