• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაფრის შეგეშინდეთ, მოგვეცით კამერების ჩანაწერები ჩვენც, გამოძიებასაც” – მშვილდაძე

ალია ავტორი - ალია
15:09 06-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
322

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ მასზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ის საგამოძიებო უწყებებს პროაქტიულად გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, რომ ყველა კამერის ჩანაწერი ამოიღონ, სადაც მასზე თავდასხმა ჩანს.

მისი თქმით, გამოკვეთნენ საეჭვო პირები და რომ შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში.

“ახლა ვიწყებთ მუშაობას რომ დავასრულოთ დაზარალებულის პოზიცია, ასეთი დოკუმენტის შექმნა, რომელსაც გავუგზავნით გამოძიებას და რომლითაც მოვითხოვთ გამოძიებამ ჩვენი ხედვის, ჩვენი ვერსიის გამოძიება ჩაატაროს და ამოიღოს ყველა მტკიცებულება, რომელიც ჩვენი ვერსიის გასაქარწყლებლად ან გასამყარებლად უნდა იქნეს გამოყენებული. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არცერთი კამერის ჩანაწერი არ დაიკარგოს. გუშინდელ გადაცემაში გამოიკვეთნენ საეჭვო პირები, გამოიკვეთა რომ შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში და გუშინ ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი აფთიაქის ორი ჩანაწერი, ძალიან ბევრი კამერაა იქ გარშემო და მე მოვუწოდებ გამოძიებას აღარ დაელოდონ დაზარალებულის პოზიციის ოფიციალურად მიწოდებას და ახლავე პროაქტიულად დაიწყონ თუკი სადმე რამე კამერაა გარშემო ნებისმიერი ჩანაწერია ამოღება”, – თქვა მიშა მშვილდაძემ.

გარდა ამისა, მშვილდაძემ თავდასხმის ადგილას არსებულ ობიექტებს მიმართა და დახმარება სთხოვა.

“მინდა მივმართო ყველას, ვისი კამერებიც განლაგებულია, მეგობრებო, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის, რომ მიაწოდოთ კამერის ჩანაწერები ნებისმიერ ვინმეს. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მედიას რომ მიაწოდოთ თქვენი კამერის ჩანაწერები, შესაბამისი ფორმით დაცული, სადაც ჩვენ მერე შევძლებთ გავბლაროთ თითოეული ადამიანი, რომელიც არაფერ შუაშია და მხოლოდ ისინი დავტოვოთ, ვის მიმართაც ობიექტური ინტერესი არსებობს, მათი გადაადგილების მარშრუტით გამომდინარე და ყველას მინდა ვთხოვო, არაფრის შეგეშინდეთ, თუ ვინმეზე ზეწოლა იქნება მოგვმართეთ აუცილებლად, ითანამშრომლეთ ჩვენთან, მოგვეცით კამერების ჩანაწერები ჩვენც, გამოძიებასაც… მოქალაქეებმა ყველაფერი გავაკეთოთ შეთანხმებულად, რომ ამ საქმის ჩაფარცხვის, სიმართლის დამალვის და დამნაშავეების დაუსჯელად დატოვების შესაძლებლობა არავის მივცეთ”, – თქვა მიშა მშვილდაძემ.

ცნობისთვისმ 27 ივნისს უცნობი პირი მიშა მშვილდაძე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელი ტელეწამყვანს უკნიდან მიეპარა, წააქცია და სახეში მუშტი დაარტყა. მშვილდაძემ თქვა, რომ კიბეზე დაეცა და ვეღარ დაინახა ერთი პირი ურტყამდა, თუ რამდენიმე.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს

თეგები: მიშა მშვილდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved