• რეკლამა
  • კონტაქტი
16:14, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაფერი გვაქვს ჩვენ საომარი აფხაზებთან და ოსებთან…მათაც კარგად იციან, რა ენაპარტყალები ვართ…” – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
18:47 04-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
337

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე წერს:

 

“კი, ჩვენ მართლა გვაქვს ისტორიული შანსი გამთლიანების და სიზმრად რომ გვინახავს, ისეთ წარმატებულ ქვეყნად ქცევის და ამ შანსის დამკარგავს საუკუნო წყევლა ექნება., ოღონდ ეს შანსი გადის ევროკავშირის წევრობაზე, რუსეთის მიმართ პრინციპულ დამოკიდებულებაზე, ცის და ზღვის მათთვის ჩაკეტვაზე, რუსული კაპიტალის არდარეგისტრირებაზე, “ცივ” და ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომზე და აფხაზებისთვის და ოსებისთვის თავისუფალი, ევროპული მომავლის შეთავაზებაზე, მაგრამ არა შეიარაღებულ ომზე. რუსეთის არმია გავიდა, მაგრამ მისი ავიაციის მობრუნებას მცირე დრო უნდა და საქართველოსნაირ ქვეყანას, თავდაცვის იმ პოტენციალით, რაც ახლა გვაქვს და რის გაუმჯობესებაც არ ინება ამ მთავრობამ თავის დროზე, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, სამი დღე ჰყოფნის გასანადგურებლად. ამას გარდა არაფერი გვაქვს ჩვენ საომარი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყოველთვის რუსეთთან ომს ვარქმევდით ამ ომებს და არასდროს იმ ხალხთან ომს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. რამდენი ნაკლიც არ უნდა აღმოგვიჩინონ ჩვენმა ეთნიკურად განსხვავებულმა თანამოქალაქეებმა, ქართველები ერთმანეთს თუ ვხოცავთ, თორემ სხვა ეთნოსის ჩვენებურებს მაქსიმუმ ანეკდოტი ვუძღვნათ და ენა ვაჭარტალოთ, რასაც არც ქართული წარმოშობის ერთმანეთს ვაკლებთ და მათაც კარგად იციან, რა ენაპარტყალები ვართ. მყავს ოსური წარმოშობის მეგობრებიც,აფხაზი მეგობრებიც და ერთ გასროლას ბუნებრივად განურჩევლობა და ქაოსი მოჰყვება და ისევ შეეწირება ყველა ბედნიერი მომავალი, რაც დაუშვებელია.

წონასწორობის ქალი ვარ – არც საქმეში, არც სიყვარულში, არც მეგობრობაში არ მიყვარს ნაკლებგამცემის როლი და მაქვს ტკივილის და ბრალის გრძნობა, რომ უკრაინას დაეკისრა მსოფლიოს თავისუფლება უდიდესწილად ახლა და რომ ამ ულამაზეს გაზაფხულს ჩვენ ვგრძნობთ და მათთან ჯოჯოხეთი ტრიალებს. არესტოვიჩის სასოწარკვეთილებისაც კარგად მესმის და არ მწყინს ამიტომ და არც მელანძღინება, მხოლოდ ვეტყოდი, ჩვენ ახლა ეს არ შეგვიძლია, მაგრამ შენთან ვართ გულით, შენთან არიან ჩვენი საუკეთესო ჯარისკაცები და თუ ამაზე მეტს ვერ ვაკეთებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დაცლილი ვართ სისხლისგან და არა იმიტომ, რომ მშიშრები ვართ, ან მოღალატეები.”

თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved