• რეკლამა
  • კონტაქტი
07:40, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ – რას ამბობს ჩვენებაში მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმი

ალია ავტორი - ალია
12:03 04-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ცნობილი გახდა მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა.  

ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს, აცრის შემდეგ, ადრენალინი გაუკეთა შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძითვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია. 

“მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია.”

გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ვიოლეტა ინასარიძე პასუხობს:

“პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე,”- აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილი ჩვენევაში და იქვე ადასტურებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია:

“არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი.

კიდევ რას წერდა ჩვენებაში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი, ვიოლეტა ინასარიძე:

“თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პროტოკოლის შესაბამისად ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ. მოცემულ შემთხვევაში გასინჯვა გულისხმობს, ფილტვების მოსმენას, ყელშიო ჩახედვას, გულის ტონების მოსმენას და მუცლის გასინჯვას, რაც მეგის შემთხვევაში და არც სხვების შემთხვევაში არ მომხდარა, რადგან როგორც აღვნიშნე, აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული, პროტოკოლით, მაგრამ ვახდენთ შესაბამისი კითხვარით ინფორმაციის მიღებას,მათ შორის ვეკითხებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი  მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დადგინდა რომ აქვს ჩივილები, მერე გავსინჯავ და თუ არსებობს რისკი რომ უკუჩვენება დაფიქსირდეს არ ჩავატარებ ვაქცინაციის პროცესს,”- აცხადებს ექიმი დაკითხვის დროს.

კითხვაზე – რა ტემპერატურა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს აცრამდე, ექიმი ჩვენებაში წერს, რომ:

“მეგის მე თავად გავუზომე ტემპერატურა, და მას აცრის წინ აღენიშნებოდა – 36,7”

ექიმი ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ რაიმე გარემოება, რასაც შეიძლებოდა პოსტვაქცინური უკუჩვენება გამოეწვია არ არსებობდა. 

რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved