• რეკლამა
  • კონტაქტი
23:34, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არანაირი დათმობა არ იქნება, როდესაც საქმე პატარებს ეხება” – რას ითხოვს წალენჯიხა ცენტრალური ხელისუფლებისგან

ალია ავტორი - ალია
14:46 12-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,757

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

საბავშო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი. ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და შენობა ბავშვთა უსაფრთხოების ყველა არსებულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს. თუმცა, შენობის ინვენტარი სანამ არ იქნება მორგებული ბავშვთა საჭიროებებს, მანამდე, ბაღი ფუნქციონირებას არ დაიწყებს.

შენობის დასრულებული პროექტი წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავა ერთად დაათვალიერეს.

როგორც ვანო ბურდული აცხადებს, როდესაც კონკრეტული შენობა-ნაგებობის თუ განხორციელებული პროექტის ექსპლუატაცია მოხდება, განსაკუთრებული ყურადღება ხარისხს უნდა დაეთმოს.

“არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე პატარებს ეხება. რადგან საბავშვო ბაღში არ არის საჭირო დგამ-ავეჯი, სამზარეულოს ტექნიკა, სველი წეეტილებიც ნაწილობრივაა მოწყობილი, რის გამოც ბავშვების შემოყვანა ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება, ჩვენ მოვაწყეთ ჭაბურღილი, რითაც უზრუნველვყავით წყალმომარაგება, გაზიც დღე-დღეზე შემოვა, ბაღის აღჭურვისათვის საჭირო თანხები კი სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.  ოფიციალურად მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, დაგვეხმარონ ან აღჭურვონ საბავშვო ბაღი შესაბამისი ინვენტარით.”

ცნობისთვის, წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც პირველკლასელთა კვებას მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს. მერიამ თხოვნით არაერთხელ მიმართა ცენტრალურ ხელისუფლებას, მიეცა ფინანსური სახსრები მეორეკლასელთა კვების დასაფინანსებისთვის, საუბარი იყო, დაახლოებით 200 000 ლარზე და მთავრობას პასუხიც არ გაუცია. უცნობია, ამ შემთხვევაში, მაინც გაითვალიწინებს წალენჯიხელთა საჭიროებებს, თუ ისევ იგნორის რეჟიმში დარჩება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved