ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც აცხადებს:
1. საოკუპაციო რეჟიმისგან ითხოვს ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ირაკლი ბებუას განთავისუფლებას.
კითხვა – საოკუპაციო რეჟიმის მიერ 6 თვის წინ დაკავებული ლაშა ხეთერელის განთავისუფლებას რატომ არ ითხოვთ, რომელსაც ოკუპანტებმა 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს?
უბრალოდ არ იცით ლაშა ხეთერელის შესახებ თუ გამოგრჩათ? არაკომპეტენტური დილეტანტები ხართ თუ ცალ ფეხზე გკიდიათ ამ ადამიანის ბედი?
გუშინწინ გატაცებულ, გუგუტიანთკარელი რამაზ ბეღელურის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას რატომ არ ითხოვთ?
2. ასევე ამ სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპირებული ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ვერმიღების შედეგად, წელიწადნახევრის განმავლობაში გარდაიცვალა 16 ადამიანი.
როგორც ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გვატყობინებს, ამ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობამ 40 – ს გადააჭარბა.
თქვენი საქმიანობის და გაკეთებული მხოლოდ ერთი განცხადებაა საკმარისი, რომ მივხვდეთ, უკიდეგანო დილეტანტები და ფეხებზე მკიდია ადამიანები ხელმძღვანელობენ ამ სამინისტროს.
ხელისუფლების მოქმედებები ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლების კუთხით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ.ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება საქართველოს 5 მოქალაქე:
1. გენადი ბესტაევი(14 თვე. მისჯილი აქვს 2 წელი)
2. ზაზა გახელაძე (7 თვე, მისჯილი აქვს 12წელი და 6 თვე)
3. ლაშა ხეთერელი (6თვე, მისჯილი აქვს1 წელი)
4. ირაკლი ბებუა (4თვე, მისჯილი აქვს 9 წელი)
5. რამაზ ბეღელური (4დღე, გადაყვანილია კარანტინში, ელოდება ე.წ.სასამართლოს)
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პატიმარი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეა.”
შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანია, რომელიც 1997 წლიდან 2008 წლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, 2014 წლიდან 2019 წლამდე ესტონეთში იყო საქართველოს ელჩი, 2019 წლიდან 2020 წლამდე კი ტიკარაძის მოადგილე გახლდათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
კომენტარები