• რეკლამა
  • კონტაქტი
10:38, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არა, რას ლაპარაკობთ” – რა მოიტყუა მამუკა ფიფიამ საპატრიარქოს მტკიცებით?

ალია ავტორი - ალია
13:45 01-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,739

ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა ფიფია საპატრიარქოში გამართული შეხვდრის დეტალებზე სოციალურ ქსელში  მისივე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ პატრიარქთან გლობალისტებზე და მათგან საფრთხეზე ისაუბრა.

ფიფია:

ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც დგას ქვეყანა და რა შეიძლება მოხდეს ჩვენი სამშობლოს მტრებისგან!
არავისთვის არის დაფარული რომ გლობალისტები ებრძვიან ჩვენთვის ყველაზე სათუთს და სულიერ საზრდოს, ებრძვიან ქრისტიანობას საქართველოში.
ებრძვიან პატრიარქს, თავს ესხმიან სასულიერო პირებს.
იმისათვის რომ საქართველო გადარჩეს,
საქართველო გაძლიერდეს
საქართველო გამთლიანდეს
ქართულ ეკლესიას უდიდესი როლი აქვს
რადგან საუკუნეების მანძილზე სწორედ ქრისტიანობამ იხსნა ჩვენი სამშობლო არაერთი მტრისგან, არაერთი განსაცდელისგან
ათეული წლებია ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი პატრიარქი უდგას სათავეში ჩვენს ეკლესიას და ვინ თუ არა მან ყველაზე კარგად იცის თუ რა საფრთხის წინაშეა ჩვენი სამშობლო, თუ რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ….

აღნიშნული საკითხის ირგვლივ დიალოგს საპატრიარქოში უარყოფენ, თუმცა ის, რომ მამუკა ფიფია ნამდვილად ესტუმრა ოჯახთან ერთად პატრიარქს, ამას “პირველებთან” ადასტურებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.  ვისი ორგანიზებით შედგა შეხვედრა.

“იყო კი ეს ადამიანი მეუღლესთან ერთად მობრძანებული და პატრიარქს მიულოცა აღსაყდრების და დაბადების დღე. სხვა თემებეზე არ ყოფილა ლაპარაკი, რას ლაპარაკობთ. 

მე ვესწრებოდი დიახ ამ შეხვედრას. რომ მიულოცა შემდეგ გამოვედი გარეთ,  არ დარჩენილა შიგნით, სულ 3-4 წუთიანი შეხვედრა იყო. შეიძლება რამდენიმე სიტყვა თქვა მშვიდობასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც თქვენ მეუბნებით ასეთი რამ ნამდვიალად არ უთქვამს”, – ამბობს მამა გიორგი ზვიადაძე.

დღეს, მამუკა ფიფია “პირველებთან” ამბობს:.

“დიალოვს (რუსეთთან) მამუკა ფიფია და სოლიდარობა არ ითხოვს. რუსეთთან დიალოგს ქართველი ხალხი ითხოვს და ჩვენ “თავისუფალმა ტრიბუნამ” შევაგროვეთ 150 000 ხელმოწერა ამისთვის – რუსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის. იმედი მაქვს, პატრიარქს აქვს საყოველტაო ავტორიტეტი და მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი ქვეყანა გააერთიანოს და გაამთლიანოს”, – ამბობს მამუკა ფიფია. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ფიფია რამდენიმე თვის წინ მოსკოვში „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმებას ითხოვდა. როგორც პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ფიფია აცხადებდა, მათ ხელთ აქვთ 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ავალებს.

ასევე, არსებობს ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს მამუკა ფიფიას და ოთარ ფარცხალაძის მოლაპარაკებებს პუტინის მხარდამჭერ ბაიკერთა ჯგუფთან „ღამის მგლები“, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და ღიად უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში და ადრე ყირიმის ანექსიას. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში „ღამის მგლების“ ფილიალის გახსნაზეც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved