საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
ევროპისგან ნამდვილად ძლიერი მესიჯი მივიღეთ, ევროპამ თავისი საზღვარი და ინტერესის არეალი შემოსაზღვრა. საქართველო ევროპაა ( ამ ცნების თანამედროვე გაგებით).როგორც 90-იანებში ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა გახდა ევროპის ორგანული ნაწილი და რუსეთის პროტესტის მიუხედავად მოგვიანებით ნატოს წევრი, ამ ეტაპზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იგივე სიჩქარით და იგივე მონდომებით შეისრუტება ევროპის მიერ. ნატო-ში გაწევრიანების საკითხიც მალე დადგება დღის წესრიგში.
ქართველი ხალხის სურვილი და ევროკავშირის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, ოცნება უსარგებლო გახდა, მმართველი გუნდის პოლიტიკაზე დაკვეთა აღარ არის. უსაფრთხოების გარანტია ევროკავშირიდან გაცილებით მყარი იქნება, ვიდრე ოცნების ჰაერზე გაკეთებული განცხადებები მშვიდობაზე. ოცნების კორუფციაზე და ატკატებზე აგებული ეკონომიკა ახლოს ვერ მივა იმ პერსპექტივასთან რასაც ევროკავშირთან ინტეგრირებულ ეკონომიკა მოიტანს. აღარაფერს ვამბობ სოციალურ სამართლიანობაზე, ადამიანების უფლებებზე, დემოკრატიაზე და ცხოვრების დონის ამაღლებაზე.
არის მცირე რისკი, რამაც შეიძლება პროცესი შეაფერხოს, ოცნების მიერ არჩევნების გაყალბება, მაგრამ არა მგონია გუშინდელი ფიასკოს შემდეგ ოცნებამ ხელიდან გაშვებული სადავეები დაიბრუნოს და გაყალბება მოახერხოს.
კომენტარები