• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვხუმრობ, მართლა ასე წერია” – რა პეტიცია ვრცელდება სოციალურ ქსელში? – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
03:18 10-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,513

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

“ვიღაც ტროლებს პეტიცია შეუდგენიათ. არ ვხუმრობ, მართლა ტროლების შედგენილია, რადგან არც პეტიციის ავტორი, ვინმე ანანო წილოსანი იძებნება სადმე, ხოლო პეტიციას ავრცელებს Coco Kaewchay, რომლის პროფილზეც თუ გადახვალთ, ეგრევე მიხვდებით რომ სპეციალურად ამ პეტიციის გამავრცელებელი ტროლია, რადგან პრაქტიკულად პროფილი არცა აქვს. სამაგიეროდ მის მიერ გამოდებული პეტიცია დასპონსორებული და დაბუსთულია, ანუ ფულია მის გავრცელებაში გადახდილი.

რა პეტიციაა ამისთანაო, იკითხავთ. რა და ესაა მოთხოვნა, კონსტიტუციიდან ამოიღონ დებულება ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ. პეტიციის ტროლი ავტორები ამას ითხოვენ იმ საბაბით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის დასავლეთი.

ახლაც არ ვხუმრობ, მართლა ასე წერია. მაინც არ გვიღებენ ეგ გათახსირებულები და ამიტომ ამოვიღოთო. თან ბანერზე მომიტინგეები დაუხატიათ საქართველოს დროშით და ხმა მიეცით საქართველოს დამოუკიდებლობასო, მოგვიწოდებენ. ამის მერე მოდის მხოლოდ მორცხვი შენიშვნა, რომ პეტიცია ითხოვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამოღებას კონსტიტუციიდან.

არ ვიცი რეალურად ვინ დგას ამ ტროლების უკან, ალტ.ინფო, ხალხის ძალა, ოთარ ფარცხალაძე, ზაზა შათირიშვილი თუ თავად ოცნება დიტო სამხარაძის “შესტიორკების” სახით, მაგრამ ეჭვი მაქვს, აშკარად საზოგადოების განწყობის მოსინჯვის მიზნითაა გაკეთებული. კი ბატონო, ვიცი, რომ ენთუზიასტი ფაშისტებიც გვყავს, მაგრამ ეგენი ყალბი ექაუნთებით არ გამოვიდოდნენ და თანაც მაგათ პეტიციის გავრცელებაზე დაადებინებ ფულს?

ჰოდა, რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი? იმიტომ, რომ პეტიცია დაწერილია და ინტერნეტში დევს 6 ოქტომბრიდან და დღემდე აქვს არც მეტი არც ნაკლები, 5 (ხუთი) ხელმოწერა. ხუთად ხუთი ადამიანი აწერს მხოლოდ ხელს. ასე, რომ საზოგადოების განწყობა თუ აინტერესებდა დამკვეთს, მგონი ყველაფერი ნათელია.

P. S. თუ ვინმეს ამ განწყობაში მაინც ეჭვი შეეპარება, შეუძლია პეტიციის კომენტარები გახსნას და იხილოს ე. წ. დედისტრაკი in action.

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved