ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, შვილის, კონსტანტინე გამზარდიას ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“არ ვიცი, რითი დავეხმარო უკრაინელებსო, ჩემმა ვაჟმა. თავის ხელით დაამზადა უკრაინის დროშა.
დილით მთხოვა თავისით, მომიყევი, რატომ ებრძვიანო. ვესაუბრე. შედარებით მსუბუქად, როგორც მის ასაკთან შეიძლებოდა. უხასიათოდ იყო იმის მერე. სახლში ვთხოვე, საინფორმაციოებიც არ ჩაერთოთ მისი თანდასწრებით. საღამოს დახატა და უკრაინის დროშა ააწყო.
ჩემი სიამაყე – ჩემი კონსტანტინე.
სიკეთე უკრაინას!”