გამოკითხვების ახალი სერია – საგამოძიებო უწყებამ და კრიმინალურმა პოლიციამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ათამდე ადამიანი გამოკითხეს, რამდენიმეს დნმ-ს ნიმუშიც აუღეს.
ეს ადამიანები მცხეთაშიც იყვნენ გამოკითხულები. გამოკითხვიდან გამოსული მოწმეები მედიასთან კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ.
გამოკითხვიდან ბოლო, ანა გაბეჩავას მეგობარი, ბარბარე ურიდია გამოვიდა, დაბადების დღეზე ისიც იმყოფებოდა. იგი ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა და გამოძიებას მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც შაქარაშვილის საქმეზე უწყებას ჰქონდა.
“ანის მეგობარი ვიყავი და დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი. ჩხუბის შესახებ არაფერი არ ვიცი იმიტომ რომ ვიყავი სახლში.. არ ვიცი, არ მახსოვს.. არ ვიცნობდი და არ მახსოვს”
კომენტარები