• რეკლამა
  • კონტაქტი
20:53, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ ვიცი, ამ კაცის თავხედობას რა დავარქვა“ – გია ხუხაშვილი კობახიძის განცხადებაზე

ალია ავტორი - ალია
17:17 07-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
786

ლევან ჯავახიშვილი  

„ალიასთან“  ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ეს არის მორიგი უტიფარი განცხადება, საბოტაჟის ტოლფასი, პირდაპირ რომ ვთქვათ. „ქართულ ოცნებას“ გარკვევით უთხრეს, შეასრულეთ პირობები, კონკრეტული 12 პუნქტი და მიიღებთ  ევროკანდიდატის სტატუსსო. ახლა ესენი ეუბნებიან ევროკავშირის ლიდერებს, არა, თქვენ არ გენდობით სიტყვაზე, მაგრამ თქვენ უნდა ვენდოთ იმავე სიტყვაზე, ჯერ სტატუსი მოგვეცით და მერე საარჩევნო ბარიერს დავწევთო. უკაცრავად, მაგრამ ბარიერის თემა ასეთი სატყუარა რატომ არის, ვითომ „ნაცმოძრაობას“ ამით ფორას ვაძლევთო?  რა ფორას აძლევენ, რა სისულელეა. ფაქტიურად, კობახიძე არის უსინდისო  შანტაჟზე გადასული. დიდი ბოდიში, მაგრამ შარლ მიშელის ხელმოწერილი დოკუმენტის ანილირება რომ მოახდინა კობახიძემ და მისი ნდობა პლინტუსს ქვემოთ არის, თავის თავს კიდევ აძლევს იმის თავხედობის უფლებას, ევროკავშირს ულტიმტუმს უყენებს, ჯერ თქვენ მოგვეცით სტატუსი და მერე ჩვენ გავაკეთებთ რაღაცასო. არ ვიცი, ამ კაცის თავხედობას რა დავარქვა.

– ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ევროკავშირის, მისი სტრუქტურების ხელმძღვანელები როგორ გაიგებენ?

– გაიგებენ ისე, როგორც გითხარით. ისინი კობახიძის ყველა ტლიკინაზე რეაქციას ხომ არ მისცემენ? ჩვენ ვნახვთ საბოლოო შედეგში იმათ რეაქციას, დეკემბერში. როდესაც გავა  ეს დათქმული ვადა, 6 თვე და არაფერი იქნება გაკეთებული, მაშინ ხომ  გამოჩნდება ყველაფერი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ – კობახიძე

თეგები: გია ხუხაშვილიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved