• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ვიყიდოთ რუსული ნავთობი და არ გავუგზავნოთ ფული რუსეთს, შევწყვიტოთ პუტინის და მისი ომის მანქანის დაფინანსება – სენატორი რობ პორტმანი

ალია ავტორი - ალია
12:51 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

უკრაინის მხარდასაჭერად თეთრ სახლთან აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა და უკრაინაში ცის ჩაკეტვა მოითხოვეს.

თეთრ სახლთან გამართულ აქციაზე, დღეს უკრაინის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობის ახლანდელი და ყოფილი მაღალჩინოსნები მივიდნენ. მათ შორის იყო სენატორი რობ პორტმანი, რომელმაც მოსთხოვა ადმინისტრაციას, სასწრაფოდ შეაჩეროს ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან. სენატორმა, ასევე, მოითხოვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გადასცენ მათ ხელთ არსებული რუსული წარმოების ავიაცია უკრაინას, შეერთებული შტატების მხრიდან თანამედროვე, ამერიკული თვითმფრინავების გაგზავნის სანაცვლოდ.

“მივმართავ რუს მეთაურებს და ხელისუფლებას მოსკოვში. სხვა არჩევანიც არსებობს. შეწყვიტეთ სისასტიკე, რომელმაც უკვე ათასობით უდანაშაულო სამოქალაქო პირის, ქალის, კაცის და ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. გეუბნებით, რომ მსოფლიო გიყურებთ და ამ სამხედრო დანაშაულებს ვიმახსოვრებთ.

უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. მეტი იარაღი უნდა გავგზავნოთ, მათ შორის, ანტისატანკო და ანტისაჰაერო საშუალებები. ბოლო დღეებია მოვუწოდებ და პრეზიდენტს წერილიც გავუგზავნე, რომელშიც ორპარტიული მოწოდებაა, იმუშაონ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთია. მათ აქვთ თვითმფრინავები, რომელთა მართვაც უკრაინელ პილოტებს შეუძლიათ და ეს განსაკუთრებით სჭირდებათ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ვლადიმირ პუტინის და მისი ომის მანქანის დაფინანსება. ამისთვის ერთ-ერთი გზაა, არ ვიყიდოთ რუსული ნავთობი და არ გავუგზავნოთ ფული რუსეთს,”-აცხადებს რობ პორტმანი.

აქციაზე მივიდა ამერიკის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი, უკრაინის მოლაპარაკების საკითხებში, კურტ ვოკერი, რომელმაც გასულ კვირას მოამზადა რეკომენდაციები ამერიკის მთავრობისთვის, უკრაინის დასახმარებლად.

“როდესაც ჩვენ, მეორე მსოფლიო ომში ჩართვამდე, ბრიტანეთს “ლენდ-ლიზის” პროგრამით ვეხმარებოდით, ჩვენ ამისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ გვქონია. როდესაც ბოსნიის და ერაყის ქურთისტანის თავზე საჰაერო სივრცე ჩავკეტეთ, არც მაშინ გვქონდა ხელშეკრულებით ვალდებულება. ჩვენ მორალური ვალდებულებით ვხელმძღვანელობდით.

სწორედ ამ გზით უნდა ვუყურებდეთ ჩვენს ვალდებულებებს და შესაძლებლობებს, დღეს უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ ვიცნობთ პუტინს. ის ამას წინასწარგანზრახულად აკეთებს. მას უკრაინის განადგურება აქვს გადაწყვეტილი და ის უკრაინით არ გაჩერდება.

ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ პუტინს. ეს ახლა უნდა გავაკეთოთ, როდესაც გვყავს უკრაინის მთავრობა, უკრაინის არმია, ხალხი უკრაინაში, რომელიც საბრძოლველად მზადაა. ახლაა დრო, ნაბიჯების წინ გადასადგმელად და არა ლოდინი, ვიდრე უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, დაიტანჯება და ვიდრე ეს უფრო რთული გასაკეთებელი იქნება. იმოქმედეთ ახლა,”-აცხადებს კურტ ვოკერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved