„ეს არსება, ნათია მეზვრიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჩემს წინააღმდეგ, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს არც რეალობასთან და არც სამართალთან.ნამდვილად არ ვაპირებ ამ უტიფარი ქალბატონისგან მორალის კითხვის მოსმენას!“_ ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „საქართველოსათვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის გამოსვლას, სადაც მეზვრიშვილმა სუსის მიერ უკანონო მოსმენების ფაქტი გააკრიტიკა.
ცნობისათვის, ნათია მეზვრიშვილი სუს-იდან გამოტანილი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს „მთავარი არხის“ ეთერში, გადაცემა „ღამის მთავარში“ გამოეხმაურა.
“ჩვენ უკანონოდ არავინ ჩაგვიწერია, არც მე და არც გახარიას. ჩვენ უკანონო ჩანაწერები არ დაგვიარქივებია და ეს ჩემთვისაც და ბატონი გახარიასთვისაც, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, მიუღებელია,“ – განცხადა მეზვრიშვილმა.
კომენტარები