• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ შევწყვეტთ უკრაინის დახმარებას – დაარტყამს, თუ არა, უკრაინა მოსკოვს ამერიკული იარაღით?

ალია ავტორი - ალია
19:34 06-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,729

მეორე მსოფლიო ომში ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის 80 წლის იუბილეზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას თავდაცვაში და არ მისცემს უფლებას პუტინს ამით მთელ ევროპას დაეხმაროს.

“მოძალადეებთან დანებება, დიქტატორების წინაშე თაყვანისცემა უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავივიწყებთ იმას, რაც მოხდა აქ ამ წმინდა სანაპიროებზე”, – თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ანტიჰიტლერული კოალიციის ჯარების ნორმანდიაში გადასხმა, რასაც საფრანგეთის გათავისუფლება მოჰყვა, ნათელი ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ძალა აქვს ალიანსებს. ხოლო ეს იყო “გაკვეთილი, რომელიც ამერიკელებს არასდროს უნდა დაავიწყდეთ.”

მოსალოდნელია, რომ ხვალ ბაიდენი პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

იგი იმედოვნებს, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება მომდევნო თვეებში შეუფერხებლად მოხდება, რაც სამხედროებს ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლის შეჩერებაში დაეხმარებათ.

“დემოკრატია არასოდეს არის გარანტირებული. ყველა თაობამ უნდა შეინარჩუნოს იგი, დაიცვას და იბრძოლოს მისთვის. ეს არის საუკუნეების გამოცდა”, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტმა დევიდ მიურმა ბაიდენს ჰკითხა, უკვე გამოიყენეს თუ არა ამერიკული წარმოების იარაღი მას შემდეგ, რაც მან მისი გამოყენების ნებართვა გასცა, როდესაც მისი გამოყენების არეალი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკივის ოლქის ახლო ტერიტორიით შეზღუდა. როგორც ABC News წერს, პრეზიდენტს პირდაპირ არ უპასუხია, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ მისი გამოყენება რუსეთის დედაქალაქსა და კრემლზე დაშვებული არ იქნება.

“მათი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ საზღვრის მახლობლად. ჩვენ არ ვაძლევთ ავტორიზაციას რუსეთში, 200 მილის სიღრმეში დარტყმებზე და არც მოსკოვსა და კრემლის მიმართულებით დარტყმებზე”, – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved