• რეკლამა
  • კონტაქტი
09:15, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, ჩვენ ვირჩევთ ზუგდიდს, ვირჩევთ გუნდს, რომელსაც ძალუძს, გაგრძელდეს ის განვითარება, რომელიც დღეს გვაქვს – ირაკლი ჩიქოვანი

ალია ავტორი - ალია
13:40 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, ჩვენ ვირჩევთ ზუგდიდს, ჩვენ ვირჩევთ გუნდს, რომელსაც ძალუძს, გაგრძელდეს ის განვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, ზუგდიდი კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად  წარმატებული ადამიანების სახლი იყოს“ – განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდიდ მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას წარდგენაზე.

ირაკლი ჩიქოვანმა მამუკა წოწერიას მიმართა და აღნიშნა, რომ უდიდესი ვალდებულება და პატივია, იყო არჩეული ზუგდიდელების მიერ და ემსახურო ზუგდიდს, რომელსაც სტაბილური და თანმიმდევრული განვითარების გაგრძელება სჭირდება.

 „ჩემთვის უდიდესი პატივია ვემსახურო ზუგდიდს, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც შეეძლო ამ ქალაქისთვის მოეტანა სტაბილური  თანმიმდევრული განვითარება. არ შემიძლია არ გავიმეორო ის სიტყვები, რომელიც პრემიერ მინისტრმა აქ გააჟღერა და ახსენა ის რთული პერიოდი,  რომელიც ამ ქალაქმა გამოიარა, სამწუხაროდ ყოველ ჯერზე ქართული ისტორიის ქარტეხილების პირობებში ზუგდიდი იყო ერთ-ერთი ის ქალაქი  და მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე დიდი სირთულითა და სიმძიმით გამოირჩეოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ხალხი, ეს საზოგადოება არ ტყდება. ეს ადამიანები, ვინც ჩვენ ვქმნით ზუგდიდს და ვცხოვრობთ ზუგდიდში,  მონდომებულები ვართ იმისთვის, რომ ვიშრომოთ  და კიდევ უფრო მეტი სიკეთე შევქმნათ მომავალი თაობებისთვის.

ჩემო მამუკა, უდიდესი ვალდებულება და უდიდესი პატივია იყო არჩეული ზუგდიდელების მიერ და ემსახურო ზუგდიდს. ზუგდიდს დღეს სჭირდება სტაბილური და თანმიმდევრული განვითარების გაგრძელება. ის რაც აქამდე ხდებოდა ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საერთო შრომით გუნდის მხარდაჭერით და ზუგდიდი მართლაც იბრუნებს იმ სილამაზეს, იმ სიძლიერეს, რომელიც მას აქამდე ჰქონდა და ხდება საქართველოში ერთ ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ცენტრი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ როდესაც ჩვენ წარვდგებით არჩევნებზე ზუგდიდელების წინაშე, რა თქმა უნდა ის წლები, რომელიც გამოვიარეთ იყო გარკვეული გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ვერ და არ შეედრება, ის, რაც დღეს ზუგდიდში კეთდება ნებისმიერ სხვა დროს რაც ყოფილა ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ჩემო ზუგდიდელებო, კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ, აუცილებლად ვიაქტიუროთ, რა თქმა უნდა დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა რომელიც პანდემიიდან გამომდინარეა, მაგრამ აუცილებლად ვიაქტიუროთ! არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, ჩვენ ვირჩევთ ზუგდიდს, ჩვენ ვირჩევთ გუნდს, რომელსაც ძალუძს, რომ ის განვითარება, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს გაგრძელდეს,  ზუგდიდი კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად  წარმატებული ადამიანების სახლი იყოს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved