• რეკლამა
  • კონტაქტი
12:40, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ შეიძლება ტანსაცმელი, ყველი, ხორცი, ყველაფერი ერთად ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს – კალაძე გარევაჭრობაზე

ალია ავტორი - ალია
14:06 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

კახა კალაძე ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ყველა გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში შედის, თუმცა აკრძალულ ტერიტორიებზე გარევაჭრობას ვერ დაუშვებს, ვინაიდან სხვა ადამიანებს დისკომფორტს უქმნის, ამის შესახებ თბილისი მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე ამბობს, გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადაიყვანეს

“გარემოვაჭრეების გადაყვანა მოხდა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის და ვერ ვხედავდეთ იმ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ძალიან კარგად მესმის ყველასი, შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ყველაფერს ვითვალისწინებ, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ამ საქმიანობის წარმოება, გარევაჭრობა დაუშვებელია, იმიტომ, რომ ძალიან დიდ დისკომფორტს ვუქმნით სხვა ადამიანებს.

არავინ არ გიშლით თქვენ ამ საქმიანობის გაწევას, არავინ არ გიშლით აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით, მაგრამ ყველაფერი ცივილურ ფორმაში უნდა მოხდეს. არის ბაზრობა, ბაზრობის ტერიტორია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება და ყველაფერი ერთად – ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს ეს ნორმალურია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ბაზრობის დირექციას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ძალიან კარგად გვეთანამშრომლნენ და შესაძლებლობა მოგვცეს​ გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილიყო სივრცე და ამ ადამიანებს მისცემოდათ ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა.

მათ აქვთ საშუალება თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოველგვარი პრობლემების გარეშე გააგრძელონ. სივრცეებს, სადაც აკრძალულია ვაჭრობა, ვერ დავუშვებთ. წესრიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას არ უნდა შევუშალოთ ხელი. ამისთვის არსებობს შესაბამისი სივრცეები, სადაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგეცემათ საშუალება თქვენი ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved