• რეკლამა
  • კონტაქტი
03:56, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მსურს წარღვნის სურათი დავხატო – მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ გვაკლია ექიმები, ექთნები… მეორე წრეზე გავიდნენ ყველა” – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
21:17 02-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია:

მეგობრებო, მხოლოდ ფაქტს ავღნიშნავ და არანაირ შეღავათს არ ვითხოვ; მით უფრო – არ მსურს წარღვნის სურათი დავხატო – ბევრად უარესი გაგვივლია და ამასაც გადავიტანთ.

ფაქტი ისაა, რომ კლინიკებში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ძალიანაა მოდებული ვირუსი და სამედიცინო პერსონალის საკმაო ნაწილი ავადაა. გვაკლია ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციული თანამშრომლები. უკვე მეორე წრეზე გავიდნენ ყველა – ზედმიწევნით ფრთხილი ექიმებიც.

ძალიან მაღალი რისკის სამსახურია!

საბედნიეროდ, ძალიან მძიმედ არავინ გვყავს, მაგრამ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია – საერთოდ პერსონალის, განსაკუთრებით კი ექთნების დიდი გასაჭირია ქვეყანაში. ამიტომ, ბოდიშს გიხდით, თუ სერვისი ყოველთვის იმ მაღალი სტანდარტით ვერ მოგაწოდეთ, როგორიც ჩვენი კლინიკის გამოსარჩევი ნიშანია.

მკურნალობას არაფერი დააკლდება, მაგრამ შეიძლება იყოს ცოტათი დაგვიანებები, საჭირო გახდეს დაცდა. ეს ჩვენთან..

რაც შეეხება კლინიკის გარეთ; მე არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არა მაქვს. პირიქით – უფრო ბუნებრივია კლინიკასა და სამინისტროს შორის ინტერესთა გარკვეული კონფლიქტი. ამიტომ, ორივე მხარე საკუთარ ინტერესებს ვიცავთ და ხშირად არ ვართ ერთმანეთის ქმედებით კმაყოფილი. ანუ, არავითარი ინტერესი მათი დაცვის არ მაქვს. მაგრამ ხომ ვხედავთ ყველანი ერთად, რა მდგომარეობაა ჩვენთან?!! პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ სამსახურში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: საიდან უნდა გაჩნდეს ასე ერთბაშად ქვეყანაში იმდენი ოჯახის ექიმი, რომ ავადობის ამ საშინელ რიცხვს ეყოს!!?

წარმოგიდგენიათ, ავადმყოფთა რა რიცხვი მოდის ამ ბოლო დღეებში, ერთ ოჯახის ექიმზე?!

ვიყოთ შემწყნარებლები, მომთმენები. ეგებ სხვა ექიმებიც დავეხმაროთ, კეთილი ნებით, გავხდეთ ვოლონტიორები.

ჩვენი კლინიკის ექიმები ასე იქცევიან და თითოეული 10-12 ამბულატორიულ ავადმყოფს მართავს სახლში.დამიჯერეთ, ახალსენშეყრილებს ტელეფონზე ხშირად გპასუხობთ თავადაც ავადმყოფი ექიმი და ცდილობს თქვენზე არ გადმოიტანოს თავისი მინორული განწყობა.”

თეგები: დავით გადელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved