• რეკლამა
  • კონტაქტი
06:00, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მქონდა კორონა, ტესტის პასუხი არ იყო სწორი” – რას ჰყვება ორსული ქალი, რომელიც 2 პაციენტთან ერთად მოათავსეს

ალია ავტორი - ალია
01:22 09-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ექვსი თვის ფეხმძიმე თეონა ნუცუბიძეს გეგმიური ტესტირების დროს 9 სექტემბერს Covid-19 დაუდასტურდა. თუმცა, როგორც ის „პრაიმტაიმთან“ საუბრობს, მხოლოდ მეცხრე დღეს, მის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შემდეგ ბათუმის სამშობიაროშო გადაიყვანეს. თეონა ნუცუბიძე ვარაუდობს, რომ მას კორონავირუსი არ ჰქონია და ტესტის პასუხი არასწორი იყო.

„მე თვინონ მედიცინის მუშაკი ვარ. ბავშვთა საავადმყოფოს ემერჯენსში ექთანად ვმუშაობ. კვირაში ერთხელ თანამშრომლებს გეგმიური ტესტირება გვიტარდება. ერთ-ერთი ასეთი ტესტირება იყო 8 სექტემბერს და 9 სექტემბერს დამიდგინდა Covid-19. ოღონდ არანაირი სიმპტომი არ მაქვს, თავს ცუდად არ ვგრძნობ. კარგად ვარ. ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს, სამეგობროს, სანათესაოს, თანამშრომელს, არავის არ აღმოაჩნდა ვირუსი.

ჩემი ოჯახის წევრები მე გავუშვი და ჩაიტარეს ტესტირება, თორემ არავის შეუწუხებია თავი მათ გასატესტად. რვა დღე ვიყავი სახლში თვითიზოლაციაში. პირველი სამი დღე არ გადავედი, იმიტომ, რომ მეორადი ტესტის პასუხს ველოდებოდით. რომელიც დღემდე არ მაქვს. 11-ში მოვითხოვე განმეორებითი ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკაში გადასვლაზე უარი განვაცხადე. მოვიდა ექთანი, აიღო ნიმუში და სამ საათში მითხრეს, რომ ისევ კოვიდდადებითი ვარ. მითხრეს სიტყვიერად, არანაირი დოკუმენტი არ მოუციათ.

თუმცა, კლინიკაში არ გადამიყვანეს, მითხრეს ადგილები არ გვაქვსო. შემდეგ თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა შემომთავაზეს, რაზეც ჩემმა ქმარმა უარი განაცხადა. ბოლო სამი დღე აღარ გავხსენებივარ არავის. ვიყავი ჩემთვის მშვიდად სახლში.

პროტოკოლით მერვე დღეს უნდა ჩაუტარდეს პაციენტს ტესტირება. დავრეკე 112-ში, ვიკითხე, მომაკითხავენ თუ როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი. მითხრეს, მოგაკითხავს ბრიგადა, წაგიყვანს სამშობიაროში, აგიღებენ ანალიზს და დაგაბრუნებენ სახლშიო. გადამიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამშობიაროში, მხოლოდ მორიგე ექიმი დამხვდა ადგილზე. არავითარი ანალიზი არ აუღიათ იმ დღეს. მეორე დღეს ანუ მე-9 დღეს ამიღეს მხოლოდ… ექოსკოპიაც გადამიღეს, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მაქვს.

კიდევ გამტესტეს გუშინ ღამით. თუმცა რატომ არ ვიცი. არც მეორე ტესტის პასუხი არ ჩანს. ვითხოვ იმას, რომ ტესტების პასუხი მითხრან დროულად და გამიშვან სახლში მეთორმეტე დღეს მაინც.

ვთვლი, რომ თავიდანვე არ მქონდა კორონა და ტესტის პასუხი არ იყო სწორი. ორსულს რაღაც სიმპტომი მაინც მექნებოდა, ან ჩემი ოჯახის წევრებიდან თუ მეგობრებიდან ვინმე იქნებოდა ინფიცირებული. მტკიცებით ფორმაში ვერ ვამბობ ამას, თუმცა გონივრული ეჭვი მაქვს.

პრეტენზია არ მაქვს არც საკვებზე, არც ექთნებისა თუ სანიტრების მომსახურებაზე. ერთადერთი პრეტენზია ისაა, რომ ერთ პალატაში სამი პაციენტი ვართ და საერთო საპირფარეშოთი ვსარგებლობთ.

ჩემი პასუხი უნდა ყოფილიყო დღეს დილით. ორი დღეა ვითხოვ დირექტორთან შეხვედრას და არ მხვდება. დღეს შუადღით შემომითვალა, როგორც კი მოვა პასუხი, გაგიშვებ სახლშიო.

დილიდან ვითხოვ მორიგე ექიმთან საუბარს – არ უნდა შემოვიდეს პალატაში, არ უნდა მოგვიკითხოს როგორ ვართ? ამ ამბის გახმაურების შემდეგ მირეკავს ექიმი, თუ მშობიარობა დაგეწყო, თუ ტკივილები გაქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შემოვიდე შენთანო.

მეოთხე დღეა სამშობიაროში ვარ. დილით და საღამოს ექთანი ტემპერატურას გვიზომავს, მონაცემებს იწერს. წინა დღეებში მორიგე ექიმები დღეში ორჯერ შემოდიოდნენ. დღეს არავინ შემოსულა. დილით სამჯერ მაინც ვთხოვე ექთანს, შემოვიდეს ექიმი და გამარკვიოს როგორ მოვიქცე-მეთქი.

ყველანაირი პროტოკოლით მერვე დღის შემდეგ, სახლში თვითიზოლაციაში უნდა ვიყო. ჩემი აქ გაჩერების არანაირი უფლება არ აქვთ. ახლა მითხრეს, გუშინდელი ანალიზის პასუხს უნდა დაველოდო ანუ კიდევ 48 საათი უნდა ვიყო აქ. ასე გაურკვევლობაში ვარ”-

სამშობიაროს დირექტორი ნუგზარ პაპავა:

“ექთნები ყოველდღე რამდენჯერმე უტარებენ მონიტორინგს. არ ვიცი, რატომ ამბობს, რომ არ ჰქონია ექიმთან შეხება და უყურადღებოდ არის. არც ერთ სხვა პაციენტს პრეტენზია არ გამოუთქვამს. არავის უთქვამს, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდა, თორემ აუცილებლად შევხვდებოდი.

დღეს, ღამის 12 საათზე უნდა იყოს პაციენტის ტესტირების პასუხები, თუ კოვიდუარყოფითია, ჩვეულებრივად დატოვებს კლინიკას”

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved