• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია” – ცოტნე კობერიძე პარტიას ტოვებს

ალია ავტორი - ალია
20:14 04-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
475

ცოტნე კობერიძე გირჩი-მეტი თავისუფლებას ტოვებს და წერს:

მივიღე ჩემთვის მძიმე და ოდესღაც წარმოუდგენელი გადაწყვეტილება – ვტოვებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“.

ვტოვებ პარტიას, რომელმაც ყველაფერი მომცა: ადგილი, სადაც გავიზარდე, პირველი თანამებრძოლები გავიცანი, პირველი ადამიანი, ვისაც ლიდერს დავუძახებდი (ზურა ჯაფარიძე), პირველი მენტორი (გოგა ხაჩიძე), პირველი სამსახური (უბნის კოორდინატორი), პირველი დაუმორჩილებლობა, პირველი დაცინვა, პირველი წარმატება, პირველი იმედგაცრუება, პირველი სიყვარული – ყველაფერი პირველი „გირჩმა“ მაჩვენა და მომცა.

ვტოვებ პარტიას, რომელიც ჩემნაირად, ალბათ, არავის ჰყვარებია.

პარტიაში მაშინ მივედი, როცა მისი სახელიც თითქმის არავინ ესმოდა, მაგრამ მიყვარდა, რადგან ამბიცია ჰქონდა, შეეცვალა მთელი პოლიტიკური სპექტრი, წარმოეჩინა ახალი ადამიანები, ახალი იდეები, პოლიტიკის ახალი ფორმები.

დღეს კი მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია – ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება.
არ მჯერა, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება გამოვა.
არ მჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორების და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი გვაქვს.
არ მჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები საკმარისი იქნება და ამის შემდეგ მუშაობა აღარ დაგვჭირდება.
არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია – ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი.
არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა.

ბოდიში, რომ არჩევნების შედეგები აღტკინებულმა მოგილოცეთ და 15 წუთში სხვა შედეგები ნახეთ.
ბოდიში, რომ არჩევნების შემდეგ საჯაროდ არ გამოვჩნდი და არ ვისაუბრე.
ბოდიში, რომ ჩავთვალე – ტყუილის ართქმა საკმარისი იყო.

მაგრამ მე მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ჩვენ რუსეთი არ გავხდებით.

ეს რწმენა სამი წლის წინ იმ ხალხმა მომცა, რომლებიც პირველად ერთად ვნახე – განსხვავებულები, ფერადები, ლაღები, თავდაჯერებულები, მზრუნველები, კომპეტენტურები… უბრალოდ კარგები, ძალიან კარგები.

ხალხი, რომლის ენაც პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაიგო.
ხალხი, რომელიც ევროპას მიიღებს, რადგან თავადაა ევროპა.

თქვენ არ წაგიგიათ. პირიქით – ყველაზე მეტი აიღეთ საკუთარ თავზე, და ახლა ყველაზე მეტად განიცდით. იცოდეთ, თქვენი დრო მოდის. სხვა რაღაცამ წააგო – თქვენ არა.

„გირჩში“ ყოფნისას სხვა პროექტზე არ მიფიქრია და არ მიმუშავია. ამიტომ ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რა გავაკეთებ.
ვიცი მხოლოდ ერთი – მინდა ვიპოვო ადამიანები, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობენ და მათთან ერთად ვეცადო, ბევრი რამ შევცვალო.

ჯერ მინდა გავთავისუფლდე. არ მინდა, ჩემმა ნაბიჯებმა პრობლემა შეუქმნას არც „გირჩს“, არც კოალიციას და არც ვინმე კონკრეტულ ადამიანს.
თუ რამეს გავაკეთებ პოლიტიკაში, ის აუცილებლად იქნება ახალი – დაფუძნებული სიმშვიდეზე, კომპეტენციაზე, გულწრფელობაზე და სილაღეზე.
თუ ვერ შევძელი, ვიტყვი, რომ მაინც ვცადე.

მადლობა ყველა „გირჩელს“.
თქვენ ჩემს ოჯახის წევრებზე ნაკლებად არ მიყვარხართ.
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.

ვინც მიცნობს, მიხვდება, ჩემთვის ეს ნაბიჯი რას ნიშნავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved