• რეკლამა
  • კონტაქტი
10:39, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მესმის, როგორ შემოგვხედავენ თვალებში იმის მერე, რაც თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა” – ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
20:05 10-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, თქვა:

„აბსურდის თეატრის პირველი ფაქტორი ალბათ ის არის, როდესაც ადარებ თბილისში მერობის კანდიდატ ობგუნჯუს და ჩემ მიერ ჩამოთვლილი პარტიების შედეგებს. ეს მართლაც მეტყველებს, რა მხარდაჭერა აქვთ ამ ვითომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და რეალობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებს ქართულ საზოგადოებაში. ეს ძალიან კარგია. ამ პოლიტიკური აბსურდის დამთავრების შემდეგ, იმედია, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება. სამი წელი საკმარისი დროა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ისეთი ადამიანების გაერთიანებით, ვინც არც კრიმინალით, არც სააკაშვილის ერთგულებით და სახელის გადარქმევით იქნება გამორჩეული.

რეალურად, დღეს ქართული ოპოზიციური სივრცე არის უმეცარი, კრიმინალში ეჭვმიტანილი და ადვილი შემოსავლების წყურვილით ანთებული ადამიანების თავყრილობა. მჯერა, ქართულ საზოგადოებაში არის იმდენი ინტელექტი, რომ ეს სიბნელე ჩანაცვლდეს რაღაც ახლით, რადგან საქართველოს განახლება სჭირდება. როდესაც ობგუნუჯუსნაირ შედეგს დებ, სირცხვილით სახლში უნდა წახვიდე და საერთოდ პოლიტიკაზე აღარ ილაპარაკო. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილს, ეს ჭირი და სარკომაა ქვეყნის, ეს არის უბედურება. ეს არის გაერთიანება ბნელების, კრიმინალების და როგორც იქნა, მათი ბელადი აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა იყოს და იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც ყველასთვის ცნობილი იყო. თუმცა, ყველა ცდილობდა, ამაზე ხმამაღლა არ ესაუბრა. ამათან დაკავშირებით, სახალხო – ნაციონალური მოძრაობის დამცველი ქალბატონო ლომჯარია რომ არის, იმას მინდა ვკითხო საჯაროდ – მას მერე, რაც მან სააკაშვილი მოინახულა საპატიმროში, ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკზე ტესტი თუ არა? მინდა, ამაზე მიპასუხოს.

ქუთაისზე ლაპარაკიც აღარ მინდა – ასეთი შერცხვენილი ქუთაისი არასდროს ყოფილა, რადგანაც იმ ქალბატონისთვის ხმის მიცემა, ვფიქრობ, რომ საფუძვლიანად ეწინააღმდეგება ქუთაისურ მენტალობას, რითაც ყოველთვის გამორჩეული იყო ეს ქალაქი. ეს იუმორიც აღარ არის, ეს შავი იუმორია. სხვანაირად, არ მესმის, როგორ შემოგვხედავენ ან შევხედავთ ერთმანეთს თვალებში იმის მერე, რაც თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა. ვფიქრობ, ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ“

თეგები: გოგა ხაინდრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved