ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
„დიპ. კორპუსში მიმდინარე პროცესი გასაგებია და კარგია.
სად ხართ ფინ. სამინისტროს თანამშრომლებო?!
არ იცით, რომ ცოტა ხანში ფინანსური სისტემა ჩამოგემხობათ თავზე?
სად ხართ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებო?!
არ იცით, რომ ეკონომიკა ჩამოგეშლებათ?
სად ხართ კულტურის, განათლების სფეროს წარმომადგენლებო?!
არ იცით, რომ თქვენს შვილებს ნორმალური განვითარების და განათლების ყველანაირი საშუალება უკვდებათ?
სად ხართ ექიმებო და სოც. მუშაკებო?!
არ იცით რა დღეში აღმოჩნდება თქვენი სფეროები ცოტა ხანში?
სად ხართ ოფიცრებო, ნატოს სტანდარტზე გადასვლით რომ ამაყობდით?!…
არ იცით, რომ ცოტა ხანში რუსულ არმიაში მოგიწევთ პირდაპირ, თუ ირიბად მსახურება?
პოლიციას არც კი ვიცი რა ვუთხრა იმის გარდა, რომ სხვისი შვილის ცემით მოპოვებული ლუკმა მათ შვილებს არ შეერგებათ…
იცით, რა თქმა უნდა…“
კომენტარები