ჟურნალისტი ლაურა აბრამია სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი ძმა მეუღლესთან ერთად კარანტინშია ბათუმში, სანამ თურქეთის საზღვარს გადმოკვეთდნენ ცოტა გვარიანად ვინერვიულე, მეც და ჩემმა მეგობრებმა, ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა, მადლობა ყველას.
კარგადაცაა და პოსტიც გამოუცხვია აგერ 🙂
p.s. არ იმჩნევდა მაგრამ გვარიანად რომ შეშინებულა თავადაც, კი ეტყობა პათოსზე 😀
“გუშინ გადმოვკვეთეთ თურქეთის საზღვარი, ეგრევე შევიგრძენი ქართული მიწის მადლი…. ასევე ადამიანური სითბო, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი დონის ყურადღება, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გამოგვჭიმეს აგერ… მინდა აღვნიშნო ასევე ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი ყურადღება, სათქმელი ბევრია… დრო ბევრი მაქვს, რომ ამ კეთილი ადამიანების მიმართ მადლიერება ბევრჯერ გამოვხატო.
“არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამდობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” მადლობააა.”
კომენტარები