• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ გვწყინს… გულწრფელად, არ გვწყინს… კარგია, არ გვწყინს…” – ევროკავშირი ოცნებას ვერ აწყენინებს

ალია ავტორი - ალია
17:36 03-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,839

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„უფრო შეაქეს მოლდოვა და უკრაინა, რომელიც საქართველოზე უკან არიან რეფორმებით და ისევ არ შეაქეს საქართველო. თქვეს, რომ პროგრესი მნიშვნელოვანია. როდესაც ყველა პარამეტრით შენს უკან მყოფ ქვეყნებს აქებენ და შენ – არა, ეს გარკვეული ტენდენციაა. ამას საკუთარი საფუძვლები აქვს და ზუსტად იგივე საფუძვლები აქვს, რასაც თქვენ ახლა გაიფიქრებთ, როდესაც მე საფუძვლად დავასახელებ იმას, როდესაც წელიწად ნახევრის წინ კანდიდატის სტატუსი წინ მყოფ ქვეყანას არ მიენიჭა. იგივე მოცემულობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს ჩვენ არ გვწყინს.

ჩვენ მიმართ უფრო კრიტიკული მიდგომა გასაგებია, მივიღებთ. უკრაინა ომშია, გასაგებია. მათ ე.წ „ფორა“, ბონუსი უნდა ჰქონდეს. არ გვწყინს გულწრფელად, გინდ დაიჯერეთ გინდ არა.

უკრაინა საომარ მდგომარეობაში რომ არ იყოს, კორუფციის ხარისხზე, დემოკრატიის ინდექსზე, უფლებებზე, ტელევიზიებზე, მედიებზე, ცალ-ცალკე ვილაპარაკებდი. დღეს ამაზე საუბარი არ მინდა. მოლდოვაზე საუბარი საერთოდ არ მაქვს, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ შედარებითი თუ არის ყველაფერი, შედარებასაც ვერ გააკეთებთ, იმდენად წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. ხერხდება ხოლმე, რომ საქართველოში უფრო კრიტიკულად მიუდგნენ ხელისუფლებას, ვიდრე უკრაინაში. კარგია, არ გვწყინს, იყოს ასე. მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლას საფრთხე შეექმნება თუ სუბიექტური, არასამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება გამოვა, რომელიც საქართველოს დაჩაგრავს. ჩვენ არჩევნების ტესტსაც ძალიან მაგრად ჩავაბარებთ, გარანტიას გაძლევთ ამის, ამ პუნქტსაც მოვნიშნავთ მწვანედ. ცესკო რაც არ უნდა აშავოთ, ვერაფერს ვერ მოუხერხებთ, იმდენად დემოკრატიული არჩევნები გვექნება. ამის შემდეგ, თუ ვიღაცას აზრიც კი გაუჩნდება, რომ მოლაპარაკება სხვას გაეხსნას და საქართველოს არა, ეს იქნება უფრო უსამართლო გადაწყვეტილება, ვიდრე როცა საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭა და კანდიდატის სტატუსი არა“

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved