ირაკლი კობახიძე იმ ინფორმაციის კომენტირებისას “მთავარ არხთან”, რომლის თანახმად, თეა წულუკიანი მას “არაადეკვატურს” უწოდებს (ფარული ჩანაწერების ფაილების მიხედვით), ამბობს:
“მე და თეა წულუკიანს გვაკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და ეს არის ის დამოკიდებულება, რაც გვაქვს ჩვენ ერთმანეთის მიმართ…ჩვენ მეგობრულად ვსაუბრობთ ერთმანეთში და ამ ტერმინებს არ ვიყენებთ. არ გვაქვს ჩვენ ეს “შუტკა” გახსნილი, ეს არის ის “შუტკა”, რომელიც გამოიყენა თქვენმა ტელევიზიამ”
კომენტარები