ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:
“სააკაშვილის მიერ შეკვეთილი ეს ფსევდო-კვლევა დაახლოებით იგივე სურათს დახატავს ნაცსექტის ტელესივრცეში 2 ოქტომბერს, 20-საათიან ‘ეგზით პოლებში’. ე.წ. ცდომილება +/- 2-3%. სავარაუდოდ, იდენტური იქნება “ნაცების” ქუჩის აქტივისტების მიერ შექმნილი საბოტაჟური “ალტერნატიული სამოქალაქო ცესკოს” “პარალელური ხმების დათვლის” შედეგებიც.
ჯერჯერობით უცნობია, გაიმეორებს თუ არა შარშანდელ სიყალბეს ISFED (“სამართლიანი არჩევნები”). თუმცა, დიდი ალბათობით, სააკაშვილის მარიონეტები, კოლექტიური “NGO”-გიგაურები და შესაძლოა, შერჩევითად სახალხო დამცველი ლომჯარია ასეთ fake შედეგებს პირდაპირ თუ ირიბად მხარს დაუჭერენ და ორკესტრირებულად შეუტევენ ოფიციალურ ცესკოს უამრავი “დარღვევების” გამო.
საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს სასტვენებითა და ბოქლომებით მორბენალ კოლექტიურ ელენე ხოშტარიებს და ქუჩის პოლიტიკანობამდე დასულ სხვა აქტორებს.
ამ დაძველებულ “სერიალში” საინტერესო იქნება მრავალვერსიული გახარიასა & Co-ს როლი. არ გამოვრიცხოთ, რომ ნათია მეზვრიშვილები და გახარიას ‘პაროდისტი’ ქემოკლიძეც ხოშტარიების, გუბაზებისა და მაქარაშვილების გვერდით ვიხილოთ კარვებში.”
კომენტარები