• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არ გააკეთებინეს ის, რაც კანონით ევალებოდა. აი ამაზე გიჟდება ყველა ქოცი. ყველა, უკლებლივ” – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
02:07 09-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,795

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,როგორც თმის ღერი წარმოადგენს მთელს ადამიანს დნმ-ის დონეზე, ზუსტად ასე წარმოადგენს ნებისმიერი ქოცი ქოციზმის მთელს დნმ-ს.

მაგალითად, გველესიანმა, ევროპის სიცუდის არგუმენტად ძალიან საინტერესო ამბავი მოყვა და ამით ქოციზმის ერთი ყველაზე საფუძველმდებარე თვისება გასცა.

თურმე ირანი საფრანგეთზე უკეთესია, ვინაიდან საფრანგეთის საზღვარზე გველესიანს ზედმეტი ბარგის გადასახადი გადაახდევინეს, ხოლო ირანის საზღვარზე, იცნეს რა და მასთან ერთად ფოტოები გადაიღეს, ორმოცი კილოს ნაცვლად, მხოლოდ სამის საფასური გადაახდევინეს. ლავირებსო ირანიო. ლავირებსო.

ირანი, სადაც ადამიანებს რეჟიმისგან განსხვავებული აზრის ქონის გამო ამწეკრანებზე ახრჩობენ, ბარგის გადახდასთან დაკავშირებით ლავირებს და ამით სჯობს თურმე საფრანგეთს. მაგრამ ამას მერე მოვუბრუნდები.

გველესიანის ამბავში ქოცური არა მხოლოდ დასავლეთის დაკნინების და განქიქრბის სურვილია, არამედ რაღაც გაუმაძღარი სწრაფვა პრივილეგიებისკენ.

ადამიანი წარმატებული ფეხბურთელია, მილიონიანი თუ არა, ასიათასიანი კონტრაქტები აქვს, შეუძლია ზედმეტ ბარგზე არ იმათხოვროს, მაგრამ არა… იცნეს, ფოტოები გადაიღეს მასთან ერთად და არ გააკეთებინეს ის, რაც კანონით ევალებოდა. აი ამაზე გიჟდება ყველა ქოცი. ყველა, უკლებლივ.

საბჭოთა კავშირმა ზუსტად პრივილეგიის ამ სწრაფვაზე გამოიჭირა ქოცის წინაპარი და სამოცდაათი წლის მანძილზე აძღო ის დაჩებით, უნივერსიტეტის პრესტიჟული ფაკულტეტებით, ვაკეში ბინებით, მანქანებით და პუწიოვკებით.

ქოცისთვის რაიმეს ფლობა არ არის საკმარისი. პოპულარულობა არ არის საკმარისი. თანამდებობა არ არის საკმარისი. უნდა გქონდეს ის, რაც სხვას არ შეუძლია რომ ჰქონდეს; პოპულარულობა ან თანამდებობა მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ მოგცემს იმას, რისი ფლობაც სხვას არ შეუძლია.

პრივილეგია – ქოცის ყველაზე დიდი ნატვრაა და თუ როდესმე მოუსმენთ რიგითი ქოცის სანაქებო ამბებს, ძირითად გველესიანის მიერ მოთხრობილი ამბის მსგავს რამეს მოისმენთ. ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს ის, რაც არ ეკუთვნოდათ იმის გამო, რომ ძალაუფლება აქვთ.

რაც შეეხება ქოცების მიერ გველესიანის სამომავლო(უკვე) გამოყენებას, ვფიქრობ ძალიან წარუმატებელი მცდელობა იქნება. ერთადერთი შეკითხვა იქნება საკმარისი მისი ამოყირავებისთვის: “რას ფიქრობ წინა ხელისუფლების შესახებ და დაასახელე ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ის შენთვის მიუღებელი.” და სჯობს გველესიანმა ძალადობა არ დაასახელოს. სჯობს.

ირანში რომ ცხოვრობ, სადაც აზრს ვერავინ გამოთქვამს და სადაც ხალხს ათიათასობით კლავენ ქუჩაში, და ამასთან ის რომ მოგწონს იმის გამო, რომ ბარგის გადახდისას ლავირების საშუალება გაქვს, გთხოვ საქართველოში ძალადობაზე სხვამ ილაპარაკოს ვინმემ.“

თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved