ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით არ დაუშვებს ენმ-ში არაფორმალური გავლენების გაძლიერებას.
ნიკა მელია:
“არ მსურს და არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში, რომელიც ჩემს საკუთარ ოჯახად იქცა უკვე ბევრი წელიწადია, ვინმეს ჰქონდეს შეძლოს ფარდის უკნიდან, ან ნებისმიერ სხვა პლატფორმიდან თავს მოახვიოს გავლენები არაფორმალურად. შეუძლებელია არაფორმალური მმართველი გერქვას შენ და სურვილიც კი გქონდეს პარტიის გაძლიერების. თუკი ვინმე არის ფარდის უკან, ძალიან დელიკატურად ძალიან არაკონფრონტაციულად გნებავთ, ვაიძულო ან დავარწმუნო, რომ გამოვიდეს და მთელი სიდიადით წარსდგეს საზოგადოების წინაშე.
მე ვფიქრობ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი არის ადამიანი, რომელსაც მგონია, რომ საკმარისად კარგად ვიცნობ და მე პირველ რიგში საკუთარ თავს არ ვაკადრებ არც ახლა და არც მომავალში, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილზე ვთქვა, რომ მის უკან დგას ხალხი, ვინც მისი ნების წინააღმდეგ რაღაცას მას აკეთებინებდნენ. “
შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობაზე ამ დროისათვის ოფიციალურად მხოლოდ სამი კანდიდატურაა ცნობილი – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.
კომენტარები