• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დაუჯეროთ იმათ, ვინც ამბობს, რო არაფერი გვეშველება – არის გამოსავალი!”

ალია ავტორი - ალია
19:47 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:

“არ დაუჯეროთ იმათ, ვინც ამბობს, რო არაფერი გვეშველება, არ უსმინოთ, ვინც დიდსაც აგინებსაც და პატარასაც, აგინებს ხალხს, და ვერ ხვდება რო საკუთარ თავს აგინებს. არის გამოსავალი, და გამოსავალი ახლა კი არა, საუკუნეების წინ მოიფიქრეს.

გამოსავალი კაცობაზე საუბრიდან და კაცის შესახელებიდან იწყება.

შესახელებული ადამიანი მთას გადადგამს. პათეტიკის დედაც და შოთა გავიხსენოთ, ვინა და რუსთაველი. განა მის დროს არ იყო ჩათლახობა, ღალატი, მაგრამ რაზე წერდა? ადამიანობაზე, ერთმანეთის გატანაზე. კაი დრო იყოო , შოთას რა ენაღვლებოდაო,? იტყვის ვიღაც.

არაფერი შეეშალოს მოქვითინეებს, ერთი თაობისთვის არ იწერება სიტყვა! ისიც გავიხსენოთ, როდის აღმოაჩინა ქართველმა ხელახლა “ვეფხისტყაოსანი”, დაწერიდან 5 საუკუნის შემდეგ, ყველაზე მეტად რო გვიჭირდა ფიზიკურადაც, სულიერადაც, ძმა ძმას ყიდდა მონად, და დედა შვილს ცოცხლად მარხავდა, ვერ არჩენდა და მარხავდა, და რა მოხდა შემდეგ ისიც გავიხსენოთ, კითხულობდნენ ვეფხისტყაოსანს, და შეძახილივით იყო ის წიგნი, – ტარიელობა, ავთანდილობა, ნესტანდარეჯანობა მოანდომა ხალხს.

რა რუსთაველიო, ვერც გაიგებს ამას ზოგი, ვერ გაიგებს, რომ სწორედ იმედიანმა სიტყვამ და შეძახილმა გადაგვარჩინა. აბა, ცხვრები ხართო დავითს რო ეძახა, არც დიდგორი არ იქნებოდა.

ვისაუბროთ კარგზე. რაზეც ვსაუბრობთ, იმას ვემსგავსებით, ალალებზე ვსაუბრობთ ალალობა გვინდება, ვსაუბრობთ არაკაცებზე და არაკაცობა მრავლდება.

ვისაუბროთ კარგზე, და თუ ერთი ადამიანი მაინც არის დარჩენილი ისეთი, ვინც გულწრფელად არის შეწუხებული იმით, თუ რაც ხდება, და თუ არ მოთქვამს და გამოსავალს ეძებს, აუცილებლად გვეშველება.

მით უმეტეს, რომ მართლაც არის გამოსავალი, არის, გეგმად, პროგრამად გაწერილი, ჯერ კიდევ 150 წლის წინ, და მას უბრალოდ ამ საუკუნეში გადმოტანა უნდა და გვეშველება, და კარგი ფიქრი და კარგი საქმე რო გადამდებია, მთქნარებასავით, კი იცით თქვენც, თუ არ იცით და აბა, მიდით, დაამთქნარეთ, და მიმოიხედეთ. ეგაა….

წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”გუჯა ბიძია.”

თეგები: გუჯა ბიძია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved