• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დამინახავს ვინ მესროლა ქვა” – კიდევ ერთი მოწმე, ხელს ვერც ერთ დაკავებულს ადებს

ალია ავტორი - ალია
16:33 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

ფოტო – პუბლიკა

გამოცემა პუბლიკას ცნობით, 8 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მეორე მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი კახა ონიანი საუბრობდა.

„ყველა ვხედავდით, რომ აქცია მიმდინარეობდა, მშვიდობიანს, ალბათ, ვერ დავარქმევდით, იმიტომ, რომ იყო ძალიან აგრესიული შეძახილები, იყო პერიოდულად მაშხალების სროლა, ძალიან უწმაწური სიტყვებით გამოთქმები. გავნაწილდით ამ ლოკაციაზე. მთლიანად აქციაზე ვერ ვიტყვი, რომ იყო მარტო აგრესია, იყვნენ აქციის მშვიდობიანი მონაწილეები, რომლებიც არ გამოხატავდნენ აგრესიას, მაგრამ იყო გარკვეული ნაწილი, დაახლოებით, 200-300 კაცი, სულ იგინებოდნენ, გამომწვევად იქცეოდნენ. პერიოდულად ხდებოდა პატარა ნივთების სროლა, რასაც შეიძლება, დაზიანება არ მოეყენებინა.
მერე მოვიდნენ ახლოს, მე ვიყავი პირველ რიგში. მოდიოდნენ ახლოს… პირისპირ რომ მოდის ადამიანი, გარკვეულ ჯგუფზე მაქვს ლაპარაკი, დედას და ოჯახის წევრს გაგინებს და გამომწვევად იქცევა, როცა ჩვენგან აგრესია არ მოდის, ცოტა ძნელი მოსასმენია. თმენის ვალდებულება გვაქვს და ვითმენდით კიდეც. ვითმენთ, ვითმენთ, ვითმენთ, მაგრამ ეს გაუჩერებლად ხდებოდა გარკვეული ნაწილის მხრიდან.
ასე 10 ხდებოდა, როცა ისეთი ნივთების სროლა დაიწყეს, წვეტიანი რკინის ნაჭრები, ქვა, მასიურად. ბევრი წამოვიდა, რაღაცებს ვიცილებდით, მაგრამ ერთი ქვის ნაჭერი მომხვდა თავის არეში, შუბლის არეში, გახეთქილი მქონდა, სისხლი ჩამომდიოდა თავზე…
პროკურორი: რა პოზიცია გაქვთ ბრალდებულების მიმართ?
მე ახლა ვერც დავადასტურებ, რომ ეს ხალხი, პირადად ამათ ისროლეს და ვერც უარვყოფ. ჩემი აზრით, რადგან ბრალი ედებათ ძალადობრივი ჯგუფის ქმედებაში და ვისაც მონაწილეობაში, თუ დაუდასტურდათ, სასამართლოს პრეროგატივაა, აუცილებლად მექნება პრეტენზია. ზოგადად ძალადობაზე პრეტენზია ყოველთვის მაქვს, ვგმობ და არა მარტო მოქალაქეების მიმართ და ჩვენს მიმართ, ასევე ნებისმიერი, ვინც ძალადობას ჩადის, ძალიან წინააღმდეგი ვარ. აუცილებლად უნდა დაისაჯონ ისე, რაც კანონითაა გათვალისწინებული.
კონკრეტულად მე ახლა ვერ ვიტყვი, არიან ესენი ან არ არიან, მაგრამ ვინც ამას სჩადის, პრეტენზია აუცილებლად მექნება.
პროკურორი: ვინ გესრლათ ქვა, დაინახეთ?
მოწმე: დანახვით არ დამინახავს, არ დამინახავს, ვინ მესროლა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved