• რეკლამა
  • კონტაქტი
08:45, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დაადგეთ იანუკოვიჩის გზას” – კუბილიუსის სკანდალური ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
18:23 05-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

დაჟინებით ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაადგეს ინაუკოვიჩის გზას და არ გამოკეტოს ციხეში პოლიტიკური მოწინააღმდეგეები – ეს განცახდება “მთავარ არხთან” ინტერვიუში, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა.

უმკაცრესი გზავნილის ავტორი, საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ იანუკოვიჩის გზას მძიმე დასასრული ექნება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია ისევ არ ასრულებს თავის დაპირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგავს ნდობას. და ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, რომ გასცეს ფინანსური დახმარება. მე ამის გამო ვწუხვარ. თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს დადებულ პირობებს, თუ ევროკავშირში იქნება ეჭვები, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია, ეს შეაფერხებს თქვენთვის იმ დახმარების გამოყოფას, რომელიც საქართველოსთვის არის გათვალისწინებული.

ამით დაზარალდება ქართველი ხალხი და არა მთავრობა, ევროკავშირის დახმარება ხალხს ეკუთვნის, მაგრამ ამ სახსრების გამოყოფას თავისი პირობები მოყვება – ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს დასავლურ სტანდარტებს. ევროპარლამენტში სულ უფრო მეტი დამეტი დეპუტატია, რომელიც შეწუხებულია მთავარი შეთანხმების შეუსრულებლობით. იგივე ამერიკის კონგრესშიც.

მე ვნახე მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. მე არ ვიცი ამის მტკიცებით რის მიღწევას ცდილობს მმართველი ძალა, შეიძლება დასავლეთ ევროპაში, მათ ვინც არ იციან საბჭოთა ტრადიციები დაიჯერონ მათი ენა, მგრამ ჩვენ ლიეტუველებს, რომლებმაც კარგად ვიცით რა არის საბჭოთა კავშირი, ამის არ გვჯერა.

ჩვენ გულუბყვილოები არ ვართ, ეს დავიჯეროთ. ამიტომ მე დაჟინებით ვთხოვ მმართველ პარტიას ხელისუფლებას და მათ ლიდერებს ნუ დაადგებიან იანუკოვჩის გზას… იანუკოვიჩის, რომელიც დადიოდა ევროპის დედაქალაქებში და ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის ლიდერები იულია ტიმოშენკო და იური ლუცენკო უბრალოდ დამნაშავეები იყვნენ. ჩვენ სამწუხაროდ იგივეს ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას არ დახარჯოს დრო იგივეს სამტკიცებლად და არ მოიქცეს ისე როგორც იანუკოვიჩი, – ამბობს კუბილიუსი “მთავარ არხთან საუბრისას”. 

წყარო: მთავარი არხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved