ადვოკატი, გურამ კონტუაძე:
“ა) კარგი ოკუპანტი, მკვდარი ოკუპანტი! მეტი არაფერია პოლიტიკა (გინდ შიდა გინდ საერთაშორისო) გარდა იმისა, იცოდე ვინ არის მტერი და რა გინდა მტრისგან…
ბ) არ არსებობს ორი რუსეთი და თუ სადმე არსებობს ორი რუსეთი ორივეს თავზე გავიარე სანამ ერთი ოკუპანტი მაინც დგას საქართველოს ტერიტორიაზე, პირველი იმის გამო დამნაშავეა, რომ იმპერიალისტი ნაძირალაა მეორე კიდევ უფრო ნაძირალაა რადგანაც უყურებს და იცის და ხვდება რას უშვება ეს ბოროტება შენს სამშობლოს და დუმს;
გ) არ არსებობს ე.წ. ერთმორწმუნე ძმა და თუ არსებობს ეგეთი რწმენის მე არ მწამს რადგანაც იმის კარგად ყოფნას ვერ მოვთხოვ რწმენას რომელმაც ეთნიკური წმენდა განახორციელა და დღემდე გვკლავს, ჰოდა ეგ ე.წ. რწმენა კი არა ბოროტებაა და ვინც ჩუმადაა და მაინც ახსენებს ოკუპანტის ე.წ. პატრიარქს და ამას ან სიყვარულით ან კაცთა შორის სათნოებით მიხსნის არანაკლები მატყუარაა რამეთუ ის ცვლის რწმენას კოლობორაციონიზმზე;
დ) კონსერვატიული მოძრაობა არ ნიშნავს მტერთან კოლობორაციონიზმს, პირიქით კონსერვატორი ლიბერალზე უფრო დაუძინებელი მტერია მტრის და მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა ღირებულებები რომელიც დრომ გამოსცადა განსაკუთრებით იდეა დამოუკიდებლობისა სუვერენიტეტის, ყველა სხვა განმარტება ჩოხით სირბილი და ჯვრით სხვისი ცემა არის ძალადობა და არა კონსერვატიული მოძრაობა;
ე) მტერი მხოლოდ მაშინ გცემს პატივს თუ მას მტრობ, მტრობას სჭირდება ზუსტი ცოდნა რატომ მტრობ მტერს, მტრობა იარაღის გარეშე და დამოუკიდებლობის იდეის გარეშე ახირებაა და დუმილი კი მტრის წინაშე მისი ვასალობაა;
ვ) ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოს დაბადება გადის სისხლსა და განადგურებულ ოჯახებზე, გადის შავ პურზე და შიმშილზე, დამოუკიდებლობის ხე ირწყვება პატრიოტების სისხლით (კი ასეა სამწუხაროდ) და თუ შენ გსურს დამოუკიდებლობა ეს არის ფასი რასაც იხდი, უმძიმესია მაგრამ სხვანაირად ვერ იგებს ერი რას ნიშნავს დამოუკიდებლობა;
ზ) როცა საუბარია პატარა ერზე, არ შეუძლია მტერი დიდია და ა.შ. ეს ჩვეულებრივი ბულ შეთია რომელიც მოგონებულია რათა ჩაგვიხშონ ინსტიქტი დამოუკიდებლობის და ბრძოლის, მტერს რად უნდა ომი თუ ომის გარეშე აღწევს მიზანს, იიი ის წითელი ღილაკი აქვს ბაბა მაშინ ჩემი წინაპრების არჩევანი მაშინაც ეს იყო იმ წითელი ღილაკის ფასად მოიტანეს დამოუკიდებლობა ამიტომაც არ მჯერა არაფრის გარდა დამოუკიდებელი საქართველოსი იმ წითელი ღილაკის ფასადაც, ვისაც ეშინია მან უკვე წააგო ომი;
თ) ომი არ გვინდა, იქნებ ვესაუბროთ რუსეთს აი კიტრი და პომიდორი იქნებ დავუშვათ და ა.შ. ერი რომელიც კიტრსა და მწვანილში გაცვლის დამოუკიდებლობას არც იმსახურებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, როცა კი პოლიტიკოსი ამის საპირწონოობას გვთავაზობს მინიმუმ პოლიტიკური ლეშია…
ი) იმ ერს რომელსაც ჰანსის და ჯეიკის იმედი აქვს არიზონას შტატიდან მაგრამ პირველ რიგში საკუთარი მეომრის და ჯარისკაცის არ სწამს და უნდა რომ ჯეიკმა ფეხებზე დაიკიდოს საკუთარი კარგი ცხოვრება და გიორგის მაგივრად იომოს მომავალი აქვს მხოლოდ ვასალობაში ჩვენ ნატო იმისათვის გვჭირდება, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა და არა იმიტომ რომ ჰანსმა ჩვენს მაგივრად ღვაროს სისხლი, როცა გიორგი იბრძოლებს იმ დაიმსახურებს დახმარებას;
კ) კარგი ოკუპანტი მკვდარი ოკუპანტი…
პ.ს. მთავარია პრაიმ შოუ იყოს კარგად და მეასედ ვიხილოთ ჯერ რომ ცეკვავენ და მერე რომ ხდებიან ვარსკვლავები, თორემ ამაზე საფიქრად განა დრო გვაქვს რომ?!
ჩვენ რა ვქნათ ჩვენ, ეჰ
ჩემო სანატრელო, ჩემო საყვარელო
ჩემო თვალნათელო…
და კი #სოხუმიჩვენიიერუსალიმი
კომენტარები