• რეკლამა
  • კონტაქტი
13:20, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ არსებობს მამაკაცზე საცოდავი არსება, მამაკაცმა სია რომ დაკარგოს, ეგრევე გაფუჭდება” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
21:48 02-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
659
მწერალი, ალეკო შუღლაძე:
ქალს სია არ სჭირდება, 20-იდან 25-მდე დასახელების პროდუქტის ყიდვა ყოველგვარი შპარგალკის გარეშე შეუძლია. შიგადაშიგ კონსულტანტებსაც ისე აყენებს სმენაზე, რომ სია თავიდან არ უვარდება, პირიქით, პერსონალის დატუქსვისას ქალს ახალ-ახალი საყიდლები ახსენდება.
არ არსებობს მამაკაცზე საცოდავი არსება. მამაკაცმა სია რომ დაკარგოს, ეგრევე გაფუჭდება. 10 პროდუქტიდან ზეპირად შეიძლება სულ სხვა რამ გაახსენდეს, რაც სიაში არ ეწერა და ოჯახს საერთოდ არ სჭირდება.
მამაკაცმა არ იცის, რა ზომის ტანსაცმელს ხმარობს. არ იცის, რა ფერი მოსწონს და ხელოვნურს სინთეტიკისგან საერთოდ ვერ ანსხვავებს.
მამაკაცი ყიდულობს პირველივე პურს, რომელიც ყველაზე ახლოს დევს. იქვე შესასვლელში იატაკზე რომ ეგდოს, იმას აიღებს.
მე ვიცნობ კაცს, რომელსაც ცხოვრებაში ჩაი არ დაუსხამს საკუთარი თავისთვის.
მამაკაცი წარმოუდგენლად ვერ ცნობს მწვანილებს. ოხრახუში ქინძი ჰგონია. ნიახურის არსებობა საერთოდ არ იცის. თუ აიჭრა და გაფსიხდა, მერე კამასაც ვერ ცნობს. ერთ რამეს ცნობს, იმას, რაც არ უყვარს – ჭარხალს.
მამაკაცმა არ იცის, მისი შვილი რომელ კლასშია.
ბუნდოვნად ახსოვს, რომ ბიოლოგია და ქიმია სხვადასხვა რამეა, მაგრამ სკოლის წიგნებში ეს ორი ერთმანეთში მაგრად ერევა. კიდევ კარგი ცოლი ჰყავს.
– ალო, ნინო, აი, შემოვედი და ვერ გავიგე, რა დამაბარე: ბიოლოგია დამაბარე თუ ქიმია? გაატრაკეთ რა, მცალია ახლა მე ამისთვის?
ტიპი მინისტრია, ასეთი სირობებისთვის სადა სცალია?!
რა საოცარია, მამაკაცმა არ იცის, მისი შვილი რომელ კლასშია!!!
უფრო მეტი, ჰკითხეთ, მამაკაცს რამდენი წლისაა მისი ბავშვი… დიდხანს იფიქრებს, გათვლის-გამოთვლის და არასწორად გიპასუხებთ.
ახლა წარმოიდგინეთ დედა, რომელმაც არ იცის თუ რომელ კლასშია მისი შვილი. ვერ წარმოიდგინეთ, ხო? ვერც წარმოიდგენთ.
მე ეგრე არ ვარ. მე ვიცი, რომ მჭირდება ტრიპლექსამი 10/2,5/10. აი, ჩემ გვერდით მდგომი მამაკაცი კი ვერ იხსენებს დოზას. უფრო მეტიც, დოზას როგორ გაიხსენებს, როცა წამლის დასახელება აქვს დავიწყებული. გამაოგნებელია, არც ავადმყოფობა ახსოვს, რაზეც მკურნალობს.
მას ახსოვს, რომ აფთიაქში უნდა შესულიყო და ასეც მოიქცა. მეტს ვეღარ იხსენებს. ახლა დგას და იმეორებს, რომ ყუთი იყო მოგრძო, მოწითალო და ზოლებში… უცბად სახე უნათდება, წამლის ერთი ასო ახსენდება: „ბ“.
ქალებს ორ რამეში ვჯობნით: სმაში და შოფრობაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved