ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
,,ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ჭირისუფალი უამრავი ბავშვის, ქალის, მეომრის და მოხუცის უსამძიმრებს შოვში დაღუპულებს; პრეზიდენტი, რომელიც დადის განადგურებულ ბახმუტსა და დაბომბილ ხარკოვში.
ამ დროს სულ თავშია ბახილებიანი საკრებულოს წევრი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, შეფუთული ფეხებით. დგას და ეკაჩავება ჟურნალისტს, რომელიც ამ ამბების პირველწყარო გახდა.
არ ამომდის თავიდან ჩინოვნიკი, რომლის თანამოქალაქეები მიწამ ჩაყლაპა და მას კი თურმე ის ადარდებს ამ ღვარცოფმა ფეხები არ დაუსვაროს.
რასაც ახლა ვფიქრობ – ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს.”
კომენტარები