• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ აღვიქვამ სერიოზულად იმას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი  მოძლიერდა” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:17 02-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ვიღაც ხომ სათავისოდ იყენებს  სამთავრობო ცვლილებებს. ამ შემთხვევაში, ყველა ამბობს რომ ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ უფრო მოძლიერდა, რადგან ლევან დავითაშვილი მისიანია, ნათია თურნავა კი ვანო ჩხარტიშვილის პროტეჟე იყო,  ღარიბაშვილი მას ვერ აკონტროლებდაო.

– კი, ბატონო, შეიძლება ოდნავ დაუგრძელეს ირაკლი ღარიბაშვილს საბელი და ეკონომიკურ ბლოკში თამაშის, საკადრო გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მისცეს. ამით რა იცვლება? არც არაფერი, ბიძინა ივანიშვილი მართვის ტექნოლოგიიდან გადავიდა კონტროლის ტექნოლოგიაზე. ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო პრემიერ–მინისტრი, მოულოდნელად რომ გაუშვეს და მერე ერთ კვირაში დაგვავიწყდა მისი არსებობა? ახლაც შესაძლებელია იგივე განმეორდეს. არათუ ეს მინისტრები მიდიან და მოდიან, ღარიბაშვილის წასვლაც არაფერს ნიშნავს ამ ქვეყანაში. ძალიან სასაცილო მდგომარეობაა ამ მხრივ. ერთადერთი, როგორც ჩანს, ვინც  საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებდა, საკუთარი თავი შექმნა ქართულ პოლიტიკაში, პრემიერებიდან ეს იყო გიორგი გახარია. პრემიერობიდან მისი წასვლა და ოპოზიციაში გადასვლაც ამის დასტურია. ასევე, გიორგი კვირიკაშვილმა დაგვამახსოვრა თავი, არა იმდენად თავისი მოღვაწეობით, არამედ ფინალურ ეტაპზე გარკვეული გაჯიუტებით და დამოუკიდებელი თამაშით. დანარჩენები ვინ იყვნენ, პრემიერები თუ მინისტრები, ვინ მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ან რატომ მოდიოდნენ და რატომ მიდიოდნენ, ერთი დიდი გაურკვევლობაა.  ყველამ იცოდა, რომ არაფერს წარმოადგენდნენ, არ იღებდნენ პრინციპულ გადაწყვეტილებებს. ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება სხვა და სხვა ეტაპზე, ძალაუფლების რეალურმა მფლობელმა, ასე ვთქვათ,  თავის მომსახურე პერსონალიდან ვინმეს ცოტა დაუგრძელოს საბელი, მაგრამ თუ დასჭირდება, ისევ დაუმოკლებს. მე არ აღვიქვამ სერიოზულად იმას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი  მოძლიერდა. კი, შესაძლოა, გუნდის შიგნით სხვაზე მეტი ძალაუფლება აქვს, მაგრამ მთელ ამ ძალაუფლებას ერთ წუთში წაართმევს ივანიშვილი და სხვას გადაულოცავს.

“რაღაც უცნაურობა ხდება” – გია ხუხაშვილი

თეგები: გია ხუხაშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved