• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქციებით რეჟიმი მიშას არ გამოუშვებს… იარაღს ხელში არასოდეს ავიღებ…” – რა გზას ხედავს გიორგი ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
16:36 11-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
551

“ენმ”–ის წევრი, გიორგი ბარამიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“პირველ რიგში გავაკეთოთ ყველაფერი რაც მიშას და ნიკას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სჭირდება.
ეს იყო და არის ჩემი უახლოესი ამოცანა და ეს უნდა იყოს ამოსავალი მიზანი, უახლოეს ხანში, ენმ-ს ყოველი მოქმედებისა.
…
მადლობა ვინც მეთანხმებით, და მადლობა ასევე იმ ჩვენს გულმხურვალე მომხრეებს ვინც მსაყვედურობს რომ სიტყვები არ კმარაო და “მოქმედებაა საჭიროო”.
ვიცი ყველას გვინდა მიშა საერთოდ ვერ დაეჭირა ამ პუტინისტების მოღალატურ რეჟიმს და ახლა კი ის გვინდა რომ შეგვეძლოს ამ წამსვე გავათავისუფლოთ, მაგრამ ცხოვრება ისეა, რომ ხშირად რაც გვინდა ის ვერ ხდება ან დროულად ვერ ხდება.
პოლიტიკოსის ძალა და ინსტრუმენტი (იარაღი) არის სიტყვა და სწორედ ამ ინსტრუმენტს ვიყენებ საქართველოშიც და როცა საზღვარგარეთ ვარ და მიშას, ნიკას და ყველა ჩვენი პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე ვესაუბრები საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს მეგობარ უცხოელებს.
ესაა ჩემი მოქმედება, მიშას გასათავისუფლებლად ყველა აქციაში ვმონაწილეობდი და ვიმონაწილევებ, შიმშილობებიც გვქონდა მეგობრებთან ერთად და ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც და ამერიკის მხრიდან რეჟიმის კრიტიკა და ყველაფერ ამაში ენმ-ს და მეც, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, წვლილი გვაქვს შეტანილი.
ცხადია გვინდა რომ ამ ყველაფერს უკვე შედეგი ქონდეს გამოღებული, მაგრამ სამწუხაროდ ასე ვერაა, ამიტომ ვაპირებ ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად, ჩემი ბრძოლა მიშასთვის და საწართველოს გადასარჩენად გავაგრძელო სანამ მიზანს არ მივაღწევთ ყველანი ერთად.
თუ ვინმე ჩემგან მოქმედებაში ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, იარაღის აღებას ელოდება და ამას გულისხმობს, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამას არასოდეს გავაკეთებ.
იარაღი მჭერია საქართველოსთვის გარეშე მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ადრეც და უკრაინაშიც ისევ მხოლოდ საქართველოს მტრის წინააღმდეგ.
საქართველოში ამას არ არასდროს გავაკეთებ და არც პოლიტიკური მოვლენების ამ მიმართულებით განვითარებას შევუწყობ ხელს ოდესმე.
ქუჩაში აქციები (როგორც ავღნიშნე) კი იყო და იქნება მომავალშიც, მაგრამ მგონი ყველა გონიერ და რეალისტურად მოაზროვნე, ადამიანს გვესმის, რომ არც ათას კაციანი და არც მარტო თუნდაც ოცი ათას კაციანი აქციებით რეჟიმი მიშას არ გამოუშვებს.
მაგრამ ცხადია ესეც ჩვენი ბრძოლის საჭირო ელემენტია, თუმცა არა გადამწყვეტი.
ჩემი აზრით ახლა აუცილებელია და ყველაზე პრიორიტეტული ენმ-ს გაძლიერება, (ასევე მთელი დემოკრატიული ოპოზიციის გაძლიერება) და ჩვენი დასავლეთელი (ევროკავშირი და აშშ) მეგობრების მხრიდან ოლიგარქის რეჟიმზე ზეწოლის კიდევ უფრო გამძაფრება.
ბრძოლის ამ ეტაპზე სწორედ ამ “ფრონტზე” ბრძოლაში ვარ ჩართული და სწორედ ამ საქმით დაკავებას ვაპირებ უახლოეს ხანში.
ეს ის სფეროა სადაც მე მაქვს გამოცდილება და ცოდნა და ვთვლი რომ მიშას და საქართველოს გათავისუფლების საქმეს ასე უკეთესად ვემსახურები.
არ მაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერს იდიალურად ან უნაკლოდ ვაკეთებ.
მოგეხსენებათ, არ ვარ არც პარლამენტის წევრი და არც არანაერი რამე სრტუქტურის მანდატის მქონე, მაგრამ როგორც ენმ წევრი ვეცდები უკეთ გავაკეთო ჩემი საქმე და უკეთ ვიბრძოლო.
თუ ვინმეს ჩემზე უკეთესად და მეტის გაკეთება შეეძლება მე მის გვერდით დავდგები და დავეხმარები. ნეტა გამოჩნდეს ვინმე.
ერთმანეთის კიჟინითა და დამუნათებით კი, ეს საქმე უკეთ არ გაკეთდება.
ძალა ერთობაშია და ერთობით, მჯერა აუცილებლად გავიმარჯვებთ.
მტრის ჯინაზე მიშაც (ნიკაც და სხვა ჩვენი თანამებრძოლებიც) გადარჩება, გათავისუფლდება და ოლიგარქსაც ერთად დავამარცხებთ. “
თეგები: გიორგი ბარამიძეენმმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?
ახალი ამბები

“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

15:25 05-05-2026
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved