მთავრობის კანცელარიასთან ე.წ. ანტივაქსერები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ვაქცინაციის პროცესის შეწყვეტაა.
“გენეტიკური კოდის შეცვლა და ჩვენი გადაჯიშება უნდათ, მე ვენდობი იმ სასულიერო პირებს, რომლებიც წინააღმდეგები არიან ვაქცინის, რადგან ყველა წმინდანი წინააღმდეგია ვაქცინის”, – განაცახადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ანტივაქსერები, როგორც თავად ამბობენ, აქციას უფლის სახელით მართავენ.
საპატრიარქოს განცხადება არ გაუკეთებია.
კომენტარები