აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან – კანცელარიასთან მძღოლები შეიკრიბნენ, იმისთვის რომ ე.წ მაყუჩების კანონი გაეპროტესტებინათ.
საუბარია მთავრობის 584-ე დადგენილებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილზე.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ღამის საათებში ავტომანქანის მიერ გამოწვეული მაქსიმალური ხმაურის ზღვრად 80 დეციბელია დაწესებული, ხოლო გაზომვის წესად კი ხმის მზომი ხელსაწყოს მაყუჩიდან 50სმ-ით დაშორება განისაზღვრა.
მძღოლები ამბობენ, რომ ახალი კანონების გამო ჯარიმა-ჯარიმაზე მისდით, აკლდებათ ქულებიც მართვის მოწმობიდან, ამიტომ მოითხოვენ, რომ კანონი იმგვარად შეიცვალოს, რომ საქართველოს ავტო-მოტოპარკს შეესაბამებოდეს.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს, ისინი რეგულაციების გადახედვას და მძღოლებისთვის დაწესებული შეზღუდვების შეცვლას მოითხოვენ.











კომენტარები