• რეკლამა
  • კონტაქტი
14:10, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“აქ არც “აზოვია” და სწრაფად გავუმკლავდებით” – მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსი ГРУ-ს ინფორმატორი იყო – The Insider

ალია ავტორი - ალია
21:05 06-05-2024
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
297

The Insider-ის გამოძიების მიხედვით, მოლდოვის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი იგორ გორგანი მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ინფორმატორი. გამოძიება ეყრდნობა გორგანის ტელეგრამ-მიმოწერას ГРУ-ში მის კურატორთან, პოლკოვნიკ ალექსეი მაკაროვთან. მიმოწერა The Insider-მა მოლდოვურ გამოცემა “პატარა ქვეყანასთან” ერთად მოიპოვა.

სამხედრო დაზვერვაში The Insider-ის წყარო ვარაუდობს, რომ გორგანი ჯერ კიდევ 2004 წელს გადაიბირეს, როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოსა და ერაყში NATO-ს საერთაშორისო მისიებში მსახურობდა.

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლიდან გორგანი კავშირშია პოლკოვნიკ ალექსეი მაკაროვთან, რომელიც ასევე მსახურობდა კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშატში.

The Insider-ის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, გორგანსა და მაკაროვს შორის მიმოწერა გააქტიურდა. კერძოდ, მოლდოვის გენშტაბის ყოფილმა უფროსმა კურატორს აცნობა, რომ Укроборонэкспорт-ი ცდილობდა მოლდოვისგან ექვსი MiG-29 თვითმფრინავი შეეძინა და რომ “უკრაინელები უკვე სამი კვირაა დადიან ჩვენს თავდაცვის სამინისტროში და ითხოვენ ყველაფერს, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებს”.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გორგანი მაკაროვისგან გამუდმებით მოითხოვდა მოლდოვაში რუსული ძალების შესვლას.

“სასწრაფოდ უნდა გავწმინდოთ ქვეყანა ფაშისტური სიბინძურისგან!!! ბევრი მზადაა. გადაეცი… დრო მოვიდა. ჯარში მთელ ვითარებას ვაკონტროლებ… აქ, საბედნიეროდ, არც “აზოვი” და არც სხვა ნაციონალისტური ფორმირებები არ არის და პოლიტიკოსებს სწრაფად გავუმკლავდებით”. – ციტირებენ ჟურნალისტები გორგანის ერთ-ერთ მესიჯს, რომელიც მან თავის კურატორს გაუგზავნა.

როგორც The Insider-ი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გორგანი მოლდოვის თავდაცვის სამინისტროდან ჯერ კიდევ 2021 წელს გაათავისუფლეს, უწყებაში მას ჯერ კიდევ ჰყავს მრავალი თანამოაზრე, რომლებიც მას საიდუმლო ინფორმაციას აწვდიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved