• რეკლამა
  • კონტაქტი
15:18, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აფხაზეთზე უფრო დიდ პრობლემას ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს, იქაური ბაზა ზედ თბილისზეა დამიზნებული” – შარაშენიძე

ალია ავტორი - ალია
20:17 10-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,248

პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:

“სამი დღის წინ დავწერე რომ აფხაზეთთან მიმართებაში რაღაცეებზე (ელემენტარულზე მაინც) უნდა შევთანხმდეთ. და რომ ამისთვის საჭიროა ამ საკითხზე მშვიდი და საქმიანი მსჯელობა ისტერიკისა და იარლიყის მიკერების გარეშე.
მაგრამ აშკარაა რომ ეს ვერ მოხდება, რადგან ჯერჯერობით არ გამოდის მსჯელობა ისტერიკისა და იარლიყის მიკერების გარეშე. ზოგადად არ გამოდის, არა მხოლოდ აფხაზეთზე. არადა, დამოუკიდებლობის 30+ წელი ამისთვის წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო.
ისე კი აფხაზეთზე უფრო დიდ პრობლემას აშკარად ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. იქაური ბაზა ზედ თბილისზეა დამიზნებული და ჩვენი ერთადერთი ავტობანიდან ორ ნაბიჯშია.
(ჰო, ამის გათვალისწინებით ცხინვალზე რომ თითქმის არ მიდის მსჯელობა ეს ცალკე დიაგნოზია).
ჩენი პოზიცია იგივე რჩება: ნებისმიერი ხმამაღალი განცხადება ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე აფხაზებს რუსეთისკენ უბიძგებს (იმის ნაცვლად რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ) და ზრდის აფხაზეთის (და მითუმეტეს ცხინვალის რეგიონის) საბოლოო, ფორმალური ანექსიის საფრთხეს. ყველა აქედან გამომდინარე (და, იმედია გასაგები) შედეგებით.
მაგრამ ახლა მე ვერ დავუშლი ვერავის (ბრძნული) აზრების გამოხატვას.”
თეგები: თორნიკე შარაშენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved