• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფხაზეთის ე.წ სასამართლომ აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა 17 აგვისტომდე პატიმრობაში დატოვა

ალია ავტორი - ალია
10:04 07-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სასამართლომ აქტივისტ ჯანსუღ ადლეიბას 17 აგვისტომდე პატიმრობა მიუსაჯა. ის ეჭვმიტანილია იარაღის გამოყენებით ხულიგნობაში. ამის შესახებ “კავკაზსკი უზელი” წერს.

როგორც გამოცემა წერს, ე.წ სამართალდამცავების განცხადებით, ადლეიბამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უშიშროების ძალების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. აფხაზი აქტივისტი 17 ივლისს დააკავეს.

“კავაკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ 2022 წლის ზაფხულში სოხუმში შიმშილობა გამართა საწვავის ფასების შემცირებისა და აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვის მოთხოვნით. ადლეიბამ არაერთხელ მოითხოვა “მთელი მთავრობის, ხელისუფლების ყველა შტოს – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლოს გადადგომა”.

2024 წლის მარტში მან სოხუმის მოედანზე მორიგი შიმშილობა მოაწყო და მოითხოვა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომა საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო.

ადრე ადლეიბამ გამოაცხადა საკუთარი სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობის “ახაკუიტრას” (თავისუფლება) შექმნის შესახებ, რომლის მთავარი ამოცანა ბჟანიას ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტი “აფხაზეთის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეული ზომების შესახებ” კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ამ ტერიტორიებზე აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას გულისხმობს, რომლის შეძენის საშუალებაც უცხოელებს, აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში კი რუსებს, უპრობლემოდ ექნებათ. კანონპროექტს პროტესტი მოყვა, როგორც აფხაზეთის მოსახლეობაში, ასევე ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისაც. 17 ივლისს აფხაზეთის ე.წ პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და უშიშროების ძალებს შორის. პროტესტი პერიოდულად ისევ გრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved