• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აფხაზეთი, ცხინვალი, ლუგანსკი, დონეცკი – რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატიზმი და სისხლისღვრა უკან უბრუნდება“ – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
15:45 05-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
530

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:

„ბელგოროდში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და თანმდევი მოვლენები: უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არის გენერალური შეტევის მაფორმირებელი ოპერაცია; უკრაინის პოლიტიკისთვის – ომისშემდგომი რუსეთის დემილიტარიზაციის ინსტრუმენტი; დასავლეთისთვის – რუსეთის მომავლისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი; რუსეთისთვის – ბუმერანგივით უკანდაბრუნებული სეპარატიზმის დამანგრეველი აჩრდილი;
მივყვეთ თანმიმდევრულად:
მაფორმირებელი ოპერაცია- დასავლურ სამხედრო ხელოვნებაში ძირითადი ოპერაციის წინმსწრები მოქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს ძირითადი ოპერაციის წარმატებას. ბელგოროდის რეიდმა სამხედრო თვალსაზრისით უკვე მიაღწია მიზანს და რუსეთი იძულებული იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვან მიმართულებებზე, გადმოისროლოს ქვედანაყოფები უკრაინიდან და დაასუსტოს და დაფანტოს თავისი ძალები. სხვა შემთხვევაში, ხვალ შეიძლება შეტევა რიაზანზე იყოს და არა 100 არამედ 500 კაცით, ზეგ 1000 როსტოვზე და ა.შ.
რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია, მაგრამ როგორ იქნება უზრუნველყოფილი ხანგრძლივი მშვიდობა? ერთ-ერთი ვარიანტი უკრაინასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონის არსებობაა, მოხალისეთა ლეგიონმაც ზუსტად ეგ განცხადება გააკეთა, რომ ერთ-ერთი მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხო ზონის შექმნაა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში. რატომაც არა, იარაღის და საბრძოლო მასალის სანაცვლოდ გარკვეული ვალდებულების აღება;
რაც შეეხება ყვითელ ბარათს, რუსეთის განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი იქნება დასავლეთისგან, თუ რუსეთი დროზე არ მოეგება გონს და არ გაითვითცნობიერებს, რაც უფრო მალე შეეგუება კაპიტულაციის გარდაუვალობას, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება მისთვის ომისშემდგომი მშვიდობა.
ბუმერანგი: აფხაზეთი, ცხინვალი, ლუგანსკი, დონეცკი – რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატიზმი და სისხლისღვრა უკან უბრუნდება, სავარაუდოდ უფრო დიდი მაშტაბებით და დამანგრეველი ძალით.
ბელგოროდის პრეცედენტი უკვე შედგა, რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარიც ჩვენი თვალით ვიხილეთ. მნიშვნელობა აღარ აქვს დღესვე დაიხევს რუსეთის განთავისუფლების ლეგიონი უკან თუ გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს. რაც უფრო გაიზრდება უკრაინის არმიის ზეწოლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, მით უფრო მეტი ცხელი კერა გაჩნდება რუსეთში, გაიზრდება გეოგრაფიული არეალიც და ბრუტალობაც.
საქართველოს ყველაზე მზაკვარი და დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის შემდგომ იმპერიის კი არა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება.“
თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved