აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ძმა, რამაზან მუხთარლი ავრცელებს.
რამაზან მუხთარლი სოციალურ ქსელში წერს, რომ აფგან მუთხარლი გათავისუფლებიდან მალევე გერმანიაში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. 30-მაისს ცნბილი გახდა, რომ რომ ის აზერბაიჯანში ციხეში იმყოფებოდა.
აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ ექვსწლიანი სასჯელი მიუსაჯა.
„ნიუპოსტი“
კომენტარები