ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს – ფაქტს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, ქეთევან ბარაბაძე ადასტურებს.
მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თაია ბინაზე გაიწერა.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე 2026 წლის 19 ნოემბერს მოხდა.
შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი (მათ შორის 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე), ხოლო 5 ადამიანი დაშავდა.
11 წლის დაშავებული ბიჭი კლინიკიდან 23 ნოემბერს გაწერეს, ხოლო 31 წლის მამაკაცი, ვის სახლშიც მოხდა აფეთქება კრიტიკულად/მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა.
ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.











კომენტარები