• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფბა მიესალმება ნათია ჯანაშიას საჯარო პირობას ბიზნესდავიდან არასრულწლოვანების დისტანცირების თაობაზე

ალია ავტორი - ალია
12:57 06-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

“აფბასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გზავნილი, რომელიც არაერთი მედია საშუალებით მიეწოდა ნათია ჯანაშას მხარეს, მოსმენილი და გაზიარებული იქნა. ქალბატონმა ნათია ჯანაშიამ ფეისბუქის პირად გვერდზე საჯაროდ დადო პირობა, რომ ბიზნესდავისგან მოახდენს არასრულწლოვანი შვილების დისტანცირებას. ეს ნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საკითხი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ბიზნესდავის პერიპეტიებში გამოჩნდა სხვადასხვა კონტექსტში, აღარ განმეორდება“, – აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბაში.

აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ბიზნესდავის მონიტორინგს ახორციელებს. დავა აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ წამოიწყო 2024 წელს, როდესაც მის დირექტორობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა ინვესტორმა და 70%-იანი წილის მფლობელმა – „საქართველოს განათლების ჯგუფმა“.

აფბას ანალიტიკოსის, ბაჩანა ჯინჭარაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ნათია ჯანაშიას მიერ დაშვებული შეცდომა – საკუთარ პოსტზე, რომელიც ბიზნესდავას ეძღვნებოდა, სხვისი მცირეწლოვანი შვილების ფოტოსურათის გამოქვეყნება მშობლების ნებართვის გარეშე – მითითების შემდგომ, გამოსწორებულ იქნა და ქალბატონმა ნათიამ დაფარა მცირეწლოვანი ბავშვების სახეები.

აფბას პრეზიდენტის აზრით, ნათია ჯანაშიას გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საკუთარი შვილების უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ტირაჟირება და სხვა ინფორმაციების გახმაურება და გასაჯაროვება საკუთარ კონტროლირებად გამოცემებში, ღია და საჯარო პოსტებში, გარდამტეხი მომენტია, რადგან საქართველოს ბიზნესდავების ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ღირსეულ საქმიან ადამიანებს დავაში უპირატესობის მოსაპოვებლად შვილები, მითუმეტეს, მცირეწლოვანი შვილები გამოეყენებინა.

„მოხარული ვარ, რომ ნათია ჯანაშიას მხარემ გაითვალისწინა ჩვენი ძალიან მკაცრი, მაგრამ ამავდროულად ძალიან სამართლიანი შენიშვნა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია თავად ნათია ჯანაშასთვის და დარწმუნებული ვარ, რომ აღარასოდეს განმეორდება ის უმძიმესი ფაქტები, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვებით მანიპულირება სტრატეგიის ნაწილი გახდა. ღირშესანიშნავია, რომ ამ ფაქტს დადებითი გამოხმაურება მოყვა თავად ქალბატონ ნათია ჯანაშიას გამომწერების მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე ჯეროვან დაკვირვებას და გვექნება შესაბამისი რეაქციები ნებისმიერ რეციდივზე,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.

აფბაში აცხადებენ, რომ აგრძელებენ ნათია ჯანაშიასა და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ბიზნესდავისა და მისი თანმდევი მოვლენების მონიტორინგს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში და განასაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ დავაში მცირეწლოვანი ბავშვების არამართლზომიერი ჩართვის მცდელობის საკითხებს და ფინანსურ პოლიციაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარე გამოძიებას.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახსრების მიტაცებისა და გაფლანგვაზე. საქმე „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე აღიძრა. ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის შეფასებით მიტაცებული/გაფლანგულია 4 მილიონი დოლარის სახსრები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved