ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ანზორ საკანდელიძე 83 წლისა გარდაიცვალა. ის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, გამსახურდიას ხელისუფლების დროს მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე გახლდათ.
ანზორ საკანდელიძე ,,ალიას” ერთგული მკითხველი და რესპონდენტი იყო და მისი პროფესიული შეფასება და უნიკალური ცოდნა ნამდვილად დააკლდება მკითხველს.
,,ალია” სამძიმარს უცხადებს ანზორ საკანდელიძის ოჯახსა და ახლობლებს.
კომენტარები