• რეკლამა
  • კონტაქტი
19:40, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანულირებულია”, “ავტომატურად მოიხსნა”, “დაპირება აღარ არსებობს” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
17:45 11-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

2022 წლის 12 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში აღარ იმსჯელებდა კანდიდატის სტატუსის შესახებ, 18 ოქტომბერს, აქედან ექვს დღეში დავაფიქსირე, რომ ეს დაპირება იყო ანულირებული გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი დაპირება დეკემბერს უკავშირდებოდა – განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

“რაც შეეხება ე.წ. დაპირებას, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თავის დროზე, როცა ჩვენი დაპირება გაიცა 2022 წელს, ის უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ შესაძლო მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ გახსოვთ, დეკემბერში ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა.

2022 წლის ივლისში გაიცა დაპირება 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით. ჩაიარა დეკემბერმა, იმის მერე ერთი წელი ოპოზიციამ ყველაფერი გამოიყენა იმისათვის, რომ ეს რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა. შესაბამისად, აბსოლუტურად მოხსნილია დღის წესრიგიდან ის დაპირება, რომელიც უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ასევე მინდა შეგახსენოთ, 2022 წლის 12 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო აღარ იმსჯელებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამის შემდეგ, 18 ოქტომბერს, მე ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირე, რომ არავითარი ვალდებულება, დაპირება აღარ არსებობდა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved