• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანუ ხალხს ვეუბნებით, რომ აცრა კი არაა საჭირო, არამედ სიმღერით ეშველება ინფექციებსო?” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:21 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
227

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

“საქართველოს კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა :
1.მცხეთურ ღვეზელს
2. ინფექციური დაავადება “ბატონების” მორჩენასთან დაკავშირებულ რიტუალებს, მღერას და ა.შ.
სასაცილო კი არის, მაგრამ მავნებლობაც იკითხება ამ გადაწყვეტილებაში. ანუ ხალხს ვეუბნებით, რომ აცრა კი არაა საჭირო, არამედ სიმღერით ეშველება ინფექციებსო? კორონას რომ “ანადგურებდნენ” მღვდლები ნაკურთხი წყლის ქუჩებში პკურებით, ესეც ანტივაქსერობის წამახალისებელი რომ იყო, ხომ კარგად გამოჩნდა მერე? რომელ ქვეყანაში მოკვდა 17 ათასზე მეტი ადამიანი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით?
რაც შეეხება მცხეთის ღვეზელს, არ ვიცი ეს რა არის. სოკოთია, ლობიანით თუ ხორცით? ან რით გამოირჩევა იმ ღვეზელებისაგან, ჩვეულებრივ საცხობებში რომ იყიდება? ან ონიაშვილის ქუჩის ლობიანი რატომ არაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? სხვაგანაც იყიდება მსგავსი ლობიანები და უკეთესიცო, იტყვიან კულტურის სამინისტროში. კი ბატონო, მაგრამ მათ ხომ პირველებმა გამოიჩინეს მარიფათი და სანამ ამდენი სუპერმარკეტი გაჩნდებოდა, ხომ შეგეძლოთ გეყიდა 6 ლარად მუყაოს გარეშე და 7 ლარად მუყაოს ყუთში? ახლა თითქმის სამჯერ მეტი რომ ღირს, მარტო ამისთვისაა დასახური ეს სამინისტრო-ეკონომიკის სამინისტროზე ვამბობ ახლა, თორემ კულტურის სამინისტრო და მისი მინისტრი დიდი ხანია დასახურია კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო ( მაგ. გელათი).
ამ ქრისტეშობა დღეებში პარლამენტის წინ აყუდებული ალტინფოს ჯვრის და ამ მის წინ პარლამენტის ბიუჯეტიდან ნაყიდი სასაჩუქრე კალათებით ალილოზე ატუზული დეპუტატების შეყვანა არ დაგავიწყდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.”
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved